,,ინტერვიუს ის ნაწილი რაც გამოქვეყნდა, უკვე ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია, ის მართავს ქვეყანას, ის გარკვეულია ყველა საკვანძო საკითხში და იმის გამო, რომ ღარიბაშვილი ვერ ახერხებს მარგველაშვილის ბოლომდე მიჯირყვნას, საქმეში შემოდის ივანიშვილი.
ივანიშვილის კომენტარები პრეზიდენტ მარგველაშვილზე ერთ რამეს ცხადად მოწმობს, რომ ამ ადამიანს არ აინტერესებს და ხელს არ აძლევს საქართველოში ინსტიტუტების რეალური ფუნქციონირება, მას როგორც ოლიგარქს უნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყოს კინკლაობაში ჩართული; არა ძლიერი და ხალხის სამსახურში ჩამდგარი, არამედ ისეთი ინსტიტუტები, რომელიც დაექვემდებარება ერთადერთი ადამიანის, ანუ ოლიგარქ ივანიშვილის ნებას“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, ივანიშვილს მოუწია პრემიებთან დაკავშირებული საკითხის აღიარება, რაშიც ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
,,აშკარაა, რომ მთავრობის უმოქმედობით, არაკომპეტენტურობით და არაპროფესიონალიზმით საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება და შესაბამისად, ივანიშვილი, რომელიც კულისებიდან მართავს, იძულებული გახდა, თვითონ გამოსულიყო წინა პლანზე, რადგან რგორც სჩანს ღაირბაშვილი ვეღარ ახერხებს მთავრობის კოოდრინაციას. სხვათა შორის მას მოუწია იმის აღიარება, რომ პრემიების საკითხი, რომელზედაც ნაციონალური მოძრაობა ამდენი ხანია საუბრობს, მართლაც ძალიან მნიშვნლეოვანი პრობლემაა დღევანდლი მთავრობისთვის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ,,ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით გამოხატულ კრიტიკას, ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია საუბრობს იმ თემებზე, რაც პრობლემატურია საზოგადოებისთვის, ხოლო, მისივე თქმით, ხელისუფლება ერთმანეთი კრიტიკითაა დაკავებული.
,,ჩვენი პასუხი არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე - ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკის ვარდნა, ეს არის კრიმინალის ზრდა, ეს არის იმ ტიპის უაზრო ნაბიჯები, როგორიც არის რეცეპტის შემოღება. მთავრობა დაკავებულია ერთმანეთთან კინკლაობით, პრეზიდენტი და პერმიერი - ვინ წავა გაეროში, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის, ასევე ასუსტებ სახელმწიფო ინსტიტუტებს ქვეყნის შიგნით, რადგან ისინი ერთმანეთის კინკლაობით არიან დაკავებული და ხალხი გრძნობს რომ მათთვის არაფერს აკეთებენ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






