საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - „თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობ“, - ამის შესახებ ,,ნიუპოსტს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, მარგველაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს ცოტა ხნის წინ გაეცნო.
,,დამატებითი კომენტარი დღეს არ გაკეთდება", - განუცხადაეს ,,ნიუპოსტს" პრეზიდენტის პრესსამსახურში.
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას გიორგი მარგველაშვილი მთავრობასთან „არაჯანსაღ კონკურენციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, კონფლიქტი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. რაც შეეხება გაერო-ს სამიტზე გასამგზავრებელ დელეგაციას, ექს-პრემიერი ამბობს, რომ გაერო-ს სამიტზე წასვლა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
მასალის გამოყენების პირობები






