საქრათველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გაერო-ს სამიტზე წასვლა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ამის შესახებ ივანიშვილის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს.
ივანიშვილის თქმით, ამის მიუხედავად პრეზიდენტი კონკურენციას აგრძელებს, მაშინ როცა "ერთი ღარიბი ქვეყნიდან აშშ-ში წასვლა ლამაზი არ იქნება".
"ეს ძალიან მარტივი თემაა საანალიზოდ. სად არის მედია, სად არის ჟურნალისტიკა, სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ ეძახიან საკუთარ თავს, რა უნდა ამის დალაგებას, სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ ერთი მხრიდანაა მხოლოდ პრობლემები? განა მარტივი დასანახი არაა, რომ წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. განა ლამაზი იქნება ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში, მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.
ინტერვიუში ივანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს.
მასალის გამოყენების პირობები






