საქართველოში ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, გაერო-ს ნებისმიერ ღონისძიებაზე ნებისმიერი შემადგენლობის დელეგაციის გამგზავრების თემის განხილვა საქართველოსა და გაერო-ს შორის უნდა მოხდეს.
ნორლანდმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით აღნიშნა, რომ აშშ ნებისმიერ ქართულ დელეგაციას, ნებისმიერ დროს მიესალმება ამერიკაში.
"ნებისმიერი შემადგენლობის დელეგაციის გამგზავრება გაერო-ს ნებისმიერ ღონისძიებაზე ეს არის ისეთი თემა, რომელიც თავად საქართველოსა და გაერო-ს შორის არის განსახილველი. აშშ-ის მთავრობის მხრიდან კი შემიძლია განვაცხადო, რომ ნებისმიერ ქართულ დელეგაციას ყოველთვის მივესალმებით ამერიკაში", - განაცხადა ნორლანდმა.
ნორლანდის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას არის თუ არა დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები.
მასალის გამოყენების პირობები






