საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გაზეთ "ალიასთან" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავს.
პრემიერი აცხადებს, რომ თუ ვინმე ქვეყანაში არეულობის შემოტანას ეცდება სახელმწიფო დაუნდოებელი იქნება.
„მიხეილ სააკაშვილი ზოგადად არის ცნობილი, როგორც დესტრუქტორი და მთავარი არეულობის შემომტანი. ნებისმიერი მათი მცდელობა რაიმე ქაოსის, რაიმე არეულობის შემოტანის, დასრულდება მათთვის ძალიან ცუდად. ყველა ის ადმიანი, ვინც არ უნდა იყოს ის და როგორი საფარის ქვეშაც არ უნდა მოქმედებდეს ის დღეს საქართველოში, დღეს სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე და მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ სახელმწიფო მათ წინაშე იქნება დაუნდლბელი, ვინც გაბედავს რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებას,“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






