პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი 6 თვის ანგარიშის განხილვა გრძელდება. კომიტეტებში მინისტრის მოადგილეებს უსმენენ. მმართველ გუნდს ფინანსთა სამინისტროსთან შენიშვნები აქვს.
უმრავლესობის კითხვები, როგორც თავად დეპუტატები აცხადებენ, აუთვისებელ საბიუჯეტო სახსრებს, ფინანსური აქტივობის კლებას, გრანტებს და არასწორ ხარჯებს ეხება.
შენიშვნების მთავარი ნაწილი შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პირველი 6 თვის ბიუჯეტიდან გახარჯულია მხოლოდ 92%, ხოლო ზოგიერთი სამინისტროს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80-ს ქვემოთ არის.
შესაბამისად დღეს კანონმდებლები სხვამდნენ მთავარ კითხვას - რატომ ვერ მოხერხდა ამ თანხების სსრულად ათვისება და ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი პროექტი განუხორციელებელი დარჩა.
რაც შეეხება თავად სამინისტროების წარმომადგენლების პოზიციას, ისინი ამ პოზიცებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ წლის პირველ ნახევარში ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული დონორებზე.
ეს შენიშვნები მაღალმთიანი რეგიონებისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს უკვე გადაუგზავნეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიშთან დაკავშირებით რა შენიშვნები ექნება, ეს უკვე მოგვიანებით გაირკვევა.
აღსანიშნავია, ისიც რომ 2014 წელის პირველი 6 თვის შესრულების ანგარიშს პარლამენტში ისმენს მხოლოდ უმრავლესობა, რადგან უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და ისინი თბილისის პარლამენტში კომიტეტის სხდომებს არ ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






