საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა დამთავრდა, თუმცა ჯერ გარკვეული არ არის თუ ვინა წავა გაეროს სამიტზე.
მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ეცდებიან დარჩენილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ.
„ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი შეხვედრა პრეზიდენტთან, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და ჩვენ ვეცდებით რომ ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი ამ სიტუაციუიდან, რომელიც იქნება მისაღები ყველასთვის და რომელიც რაც მთავარია იქნება ქვეყნის სასიკეთოდ“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პრეზიდენტის და მინისტრის შეხვედრაზე დღეს საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო ვინ გაემგზავრება ნიუ-იორკში პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი.
თენგიზ ფხალაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის გადაწყვტილება ძალაში რჩება და მუშაობა ვიზიტის მომზადებასთან დაკავშირებით კვლავაც გრძელდება.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საგარეო უწყებასთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაცია განაგრძობს მუშაობას იმასათან დაკავშირებითაც, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილიგაეროზე.
„შეხვედრა შედგა ერთი-ერთზე, საქართველოს პრეზიდენტი უაღრესად კმაყოფილია, შეხვედრის დროს განხილული იქნა ის, რომ გაეროში როგორ იქნა წარმოდგენილი საქართველო და როგორ იქნას ღირსეულად წარმოდგენილი სახელმწიფო ინსტიტუტები, ამასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური მუშაობა გვექნება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დარწმუნებული ვარ საქართველო ღირსეულად წარდგება ამ ფორმუზე. პრეზიდენტის ვიზიტზე მიმდინარეობს მუშაობა",- აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
მასალის გამოყენების პირობები






