პრეზიდენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 15:06, 10 Sep, 2014     2033

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით იჩენს. შეხვედრისას ასევე აღინიშნა ასოცირების ხელშეკრულების დროულად რატიფიცირების მნიშვნელობა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონალური თანამშრომლობის პროექტები და ნატოს უელსის სამიტზე მიღწეული შედეგები. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტთან. მოხარული ვარ, რომ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ავსტრიის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრის რანგში ეს ჩემი პირველი ვიზიტია და იმედი მაქვს, ჩვენი ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა სებასტიან კურცმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობის მიმართულებით თენგის ფხალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42