ვიცე-პრემიერი კახი კალაძე შს მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ არეულობის მოწყობას ქვეყანაში ვერავინ გაბედავს. მისი თქმით, ოპონენტების მცდელობა მოსახლეობა დაარწმუნონ თითქოს ქვეყანაში არეულობაა, ვერ შედგება.
“არეულობების მოწყობას ნამდვილად ვერავინ გაბედავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად აკონტროლებენ ყველაფერს. ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის მცდელობა, რომ მოსახლეობას შეუქმნან ისეთი განცდა, რომ ყველაფერი არეულია და არავინ არავის არ ექვემდებარება. ეს არის ძალიან დიდი სირცხილია. ყველაფერი არის კონტროლირებადი”, - განაცხადა კალაძემ.
ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს დაავალა შექმნან ჯგუფები, რომლებმაც პროვოკაციულად უნდა იმოქმედონ.
მასალის გამოყენების პირობები






