საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გაეროში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გაემგზავროს.
კალაძემ აღნიშნავს, რომ სამიტზე 2 ლიდერის წასვლა მიზანშეწონილი არ არის.
მინისტრი განმარტავს, რომ თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ უელსის სამიტზე პრეზიდენტი, გაერო-ში კი პრემიერ-მინისტრი წავიდოდა.
„ვფიქრობ, ამაში სადაო არაფერია. გაერო-ში პრემიერ-მინისტრი უნდა გაემგზავროს. თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ უელსის სამიტზე პრეზიდენტი წავიდოდა, გაერო-ში კი დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ვფიქრობ, ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებია და სჯობს ამაზე ვისაუბროთ, ვიდრე იმაზე, თუ ვინ წავა გაეროში. დღეს, როგორც ვიცი, მაია ფანჯიკიძე ხვდება პრეზიდენტს და სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებენ. ისაუბრებენ იმაზე, თუ რამდენად დააზარალებს ორი დელეგაციის წასვლა გაეროში ქვეყანას“, - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






