პოლიტიკურ ბრძოლას პოლიტიკით უნდა დავუპირისპირდეთ და არა პოლიციით - დავით ზურაბიშვილი
სოც.მედია - 13:09, 10 Sep, 2014     1614

თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ე.წ. შეთქმულების თემას ეხმაურება.

„შსს მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა შეიქმნას კარგად ორგანიზებული მობილური ჯგუფები, რომლებმაც (ციტატა) "უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის, პოლიციის თვალწინ შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა; გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვის პროვიცირება, შექმნან ქაოსური ვითარება. მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში".

ახლა, საქმე რაშია: ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს ასე იყოს. უფრო მეტიც, რამდენადაც მე „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ვიცნობ (და საკმაოდ კარგად ვიცნობ), ასეთი პროვოკაციული და არცთუ კეთილშობილური ქმედებები მათ სტილში ორგანულად ჯდება, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის შეთქმულება. ამაში არ არის არაფერი უკანონო. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ პოლიტიკური მეთოდებით და არა პოლიციით და უშიშროებით.

ფერების გამუქება, ნაკლოვანებების გაბერვა, ბუზის სპილოდ გადაქცევა და ა.შ. ტიპის მცდელობები (და რაც ჭიკაიძემ ჩამოთვალა, სწორედ ესაა) შესაძლოა არ მოგვეწონოს, მაგრამ არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პოლიციის საქმეა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კრიმინალთან ბრძოლა. პოლიციის საქმე არ არის იმის გარკვევა, შეგნებულად ამუქებს ვინმე სიტუაციას თუ არა. ცოტა უხერხულიც კი მგონია ასეთ ელემენტარულ რაღაცეებზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ჩანს საჭიროა.

და საჭიროა იმიტომ, რომ როდესაც ხდება პოლიტიკური ბრძოლის თანაც მწვავე და პროვოკაციული ფორმების გამოცხადება შეთქმულებად და კრიმინალად, ამის გარაუვალი შედეგი არის სწორედ ის, რასაც ჰქვია (კვლავ ციტატა) "ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში“,- წერს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მიხეილ სააკაშვილს არეულობის ორგანიზებასა და შესაძლო შეთქმულების მზადებაში ადანაშაულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42