შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო პერიოდში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას ეხმაურება. როგორც გაზეთ „ალიასთან“ საუბარში ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობს, გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს, საზოგადოებაში შეექმნათ განწყობა, თითქოს კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა.
„თითოეული ადამიანის სიცოცხლე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალია მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. იყო გარკვეული ინფორმაციები, რომ კონკრეტული ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროზე იერიშის მოტანას აპირებდა, ისინი კარგად განსწავლულები არიან პიარკამპანიაში და პროპაგანდაში. მათ სცადეს საზოგადოებაში შეექმნათ განწყობა, თითქოს კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრიმინალი არ გაუარესებულა! მესმის სტატისტიკით საუბარი გამაღიზიანებელია, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ, როცა ოპონენტები კრიმინალის გაუარესებაზე საუბრობენ, აუცილებელია მათ შევახსენო ის სტატისტიკა, რაც იყო რამდენიმე წლის წინათ. არ ვაპირებ დავუბრუნდე წარსულს და ხალხს შევახსენო, რა ხდებოდა 2012 წლამდე... კრიმინალი ყოველთვის მოხდება და ყველა შემთხვევაში პრევენცია შეუძლებელია“, - ამბობს ჭიკაიძე.
მასალის გამოყენების პირობები






