საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობა არა არსებობს. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აპირებს შეხვედეს გიორგი მარგველაშვილს, სადაც საუბრის თემა იქნება თუ ვინ გაემგზავრება გაერო-ს სამიტზე.
„მე არ ვიტყოდი, რომ დაძაბულობაა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მისი მრჩევლების, მისი სხვა თანამშრომლების და უშიშროების საბჭოს მდივნის დონეზე. ამ მიმართულებით არ გადადგმულა ისეთი ნაბიჯი, რაშიც ინფორმირებული არ ყოფილა თენგიზ ფხალაძე. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად უნდა წავიდეს მე არ ვიღებ. როგორც პრემიერიმა განაცხადა, ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება. რაც შეეხებება ჩვენს კომუნიკაციას, დღის განმავლობაში შევხვდები პრზიდენტს და ამ თემაზე ვისაუბრებთ და დარწქუმნებული ვარ კარგ შედეგამდე მივალთ“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ სამინისტროებს საკუთარი ვალდებულებები შეახსენა.
„ჩემს მიერ წასულ კომიუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველა უწყება არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ საქართველოს სამინისტრო. შესაბამისად ის ვალდებულებები რაც მათ გააჩნიათ, გააჩნიათ არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ ზოგადად გააჩნიათ ვალდებულებები, მათ შორის პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






