"სამიტზე მიღწეული წარმატება პირველ რიგში შეიარაღებული ძალების დამსახურებაა"
პოლიტიკა - 23:01, 09 Sep, 2014     1725

„წარმატება რაც საქართველომ ნატოს სამიტზე მიაღწია პირველ რიგში არის საქართველოს შეიარაღებული ძალების დამსახურება.- ამის შესახებ საქარტველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ , რუსთავი 2-ის გადაცემა ”არჩევანში” განაცხადა.

ალასანიამ კომენტარი სამიტის დეკლარაციაში არსებულ 31-ე მუხლზეც გააკეთა.

მისი თქმით, სამიტის დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ ეს პაკეტი ხელს შეუწყობს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში.

"საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა სამიტზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროინტეგრაციის და ნატოსთან ინტეგრაციის სამინისტროს არცერთი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია რომ სამიტიდან მაქსიმუმი მიმეღო.- განაცხადა ალასანიამ

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება შესაძლოა მაპის გარეშე მოხდეს

ალასანია არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ნატოში მიწვევა უკვე არსებული ინსტრუმენტებით გახდეს.

ალასანიამ სამიტზე მიღწეული შეთანხმებების ინპლიმენტაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე დაიწყო მუშაობა ნატოს საწვრთნელი-სასწავლო ცენტრის საქართველოში დასაარსებლად. ასევე, დაიწყება მოლაპარაკებები ნატოს წევრ ქვეყნებთან თავდაცვითი იარაღის შეძენის შესახებ .

”ჩვენი თანამშრომლომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ჩვენი ქმედებები მიმართულია იმისთვის, რომ ცა გვქონდეს დაცული და ჩვენს მებრძოლებს თავდაცვა შეეძლოთ ადეკვატურად. ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახლა ატარებს, არის ყველაზე ადეკვატური და სწორი. არ უნდა მივცეთ რუსეთს საშუალება რომ ჩაგვითრიოს რაიმე პროვოკაციაში. ჩვენი ეს პოლიტიკა სწორად არის შეფასებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს იმას, რომ შესაძლო აგრესიას შევხვდეთ ისე როგორც 2008 წელს, მთელი ძალისხმევა იმაზეა მიმართული, რომ ჩვენ ჯარსჰქონდეს ღირსეული თავდაცვის საშუალება”,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42