პრეზიდენტი სამინისტროებს ვალდებულებებს ახსენებს: ,,სახელმწიფო მეთაური პრეზიდენტია"
პოლიტიკა - 09:36, 10 Sep, 2014     1820

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამინისტროებს საკუთარ ვალდებულებებს ახსენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ გაერო-ს სამიტზე გასამგავრებელ დელეგაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამიტზე გამგზავრების თემას მისი პირდაპირი მოვალეობის ჭრილში განიხილავს.

„მე მინდა ჩემი პირდაპირი მოვალეობის ჭრილში განვიხილო ეს თემა. როდესაც პრეზიდენტი იღებს მიწვევას საკუთარ სახელზე პრეზიდენტის საქმეა უპასუხოს მას და არა სხვა უწყებების. პრეზიდენტს გააჩნია შესაბამისი უნარი წერილის დაწერის და პასუხის გაცემის. დარწმუნებაც აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მანამ სანამ პასუხი გაეცემა ამ მიწვევას. ჩემს მიერ წასულ კომიუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველა უწყება არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ საქართველოს სამინისტრო. შესაბამისად ის ვალდებულებები რაც მათ გააჩნიათ, გააჩნიათ არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ ზოგადად გააჩნიათ ვალდებულებები, მათ შორის პრეზიდენტის საგარეო კომუნიკაციის ეფექტური უზრუნველყოფისთვის. ჩვენი სამინისტროები ემსახურება არა მთავრობას არამედ სახელმწიფოს. მე ამით ვამბობ იმას, როგორც უნდა იყოს. მე და ჩემი კოლეგები არ ვიშურებთ დროს და ენერგიას რომ ეს ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს გაუზიაროთ სამინისტროებში, რომ მათ გააჩნიათ ვალდებულება არა მხოლოდ მთავრობის მიმართ არამედ სახელმწიფოს მიმართ. სახელმწიფო მეთაური პრეზიდენტია. შესაბამისად თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წერილი უნდა მივიდეს დროზე, თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს - ეს წერილი უნდა მოვიდეს დროზე“, - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42