საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე მუხლთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და მას „კიდევ ერთ მიღწევად აფასებს. როგორც გადაცემა „არჩევანში“ მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნული მუხლი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ გახსნას ხელოვნური ბარიერები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოში „არსებული სიკეთეებით სარგებლობის საშუალება მიეცეთ“.
„ეს მუხლი კიდევ ერთი მიღწევაა. ის მავთულხლართები რომელიც ივლებოდა ხელს უშლიდან ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც ცხოვრობდნენ ცხინვალში გადმოსულიყვნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ესარგებლათ ყველა იმ სიკეთით, რომლითაც ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საგრებლობენ. როდესაც ვსაუბრობდით ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი თანამოქალაქეების შემორიგების და ერთიანი საქართველოს მშენებლობის პროცესში სწორედ ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეები გვინდა. ჩვენ ვამბობდით, რომ როდესაც გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ეს გვინდოდა იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხინვალში და აფხაზეთში ცხოვრობენ. 31-ე მუხლი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ გახსნას ხელოვნური ბარიერები და მისცეს ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება რომ გაიზიარონ ის სიკეთეები, რომელსაც ჩვენ ვქმნით. ჩემთვის ამ მუხლში ორაზროვანი არაფერი იყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






