ჩვენთან შემოვიდა წერილი კითხვით, ვინ ვართ ჩვენ- გაბრაზებული მოქალაქეები თუ დაბოღმილი ნაცები? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, ვისაც გვჯერა და შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა საქართველოს განვითარებაში და კეთილდღეობაში.
გვინდა ორიოდე განმარტება გავაკეთოთ იმ თემებზე რომელიც აქტუალურია ჩვენს გვერდზე.
1. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია (ჯერ ყოველ შემთხვევაში:))
2. ის, რომ ჩვენ არც ნაციონალური მოძრაობა ვართ და არც ქართული ოცნება არ ნიშნავს, რომ პოზიცია არ გაგვაჩნია.
3. ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი, მხოლოდ ჩვენს განვითარებულობაზე, განათლებაზე და საღ აზროვნბაზე მეტყველებს და არაფერ სხვაზე.
4. ის, რომ ჩვენ უმიზეზოდ არავის არ ვლანძღავთ და არ ვაღმერთებთ, ჩვენს ობიექტურობაზე მეტყველებს.
5. ისევე როგორც აქამდე, ჩვენი ხანმოკლე არსებობის განმავლობაში, შემდგომშიც მხოლოდ არგუმენტირებულ კრიტიკას და დასაბუთებულ ქებას გავაგრძელებთ
პატივისცემით
თითოეული ჩვენთაგან
მასალის გამოყენების პირობები






