არჩილ ხაბაძე ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 19:00, 09 Sep, 2014     1498

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ალექსანდრე ჩიტიშვილის ბრალდებებს ვრცელი განცხადებით პასუხობს.

ხაბაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უმაღლესი საბჭოს და მისი წევრების მიერ 2012 წლიდან დღემდე მთავრობის აპარატში შემოსულ ყველა განცხადებას დროულად და სათანადოდ გაეცა პასუხი. ალექსანდრე ჩიტიშვილი ალბათ გულისხმობს მის მიერ აჭარის მთავრობის აპარატის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ჯემალ ბერიძისთვის პირადად მიწერილ წერილს, რომელიც ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული მთავრობის აპარატის კანცელარიაში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადება იწერება დაწესებულების ხელმძღვანელის ან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე, რის შესახებაც განემარტა ალექსანდრე ჩიტიშვილს, მიუხედავად ამისა, შესაბამისი განცხადება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი არ ყოფილა. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესი კანონმდებლებმა განსაკუთრებით კარგად უნდა იცოდნენ, მაგრამ ფაქტი საპირისპიროზე მეტყველებს.

რაც შეეხება ჯემალ ბერიძის სამსახურიდან დათხოვნას, როგორც ადრე აღინიშნა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა ერთი და იგივე ფუნქციის სტრუქტურული ერთეული და ხდებოდა უფლება-მოვალეობების დუბლირება. 2014 წლის 1 აპრილს რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დეპარტამენტი და გათავისუფლდნენ იქ მომუშავე თანამშრომლები. აქვე შევეხებით ალექსანდრე ჩიტიშვილის სხვა უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო ბრალდებებს.

საინვესტიციო წინადადებები განიხილება დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში პოტენციურ ინვესტორებს, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც ხვდება. თუ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გვიწუნებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ ქ. ბათუმში ვარდების სკვერში სამთავრობო რეზიდენციის და ევროპის მოედანთან არსებულ სკვერში საცხოვრებელი კორპუსის აშენების უფლება არ მივეცით ინვესტორს, საზოგადოებამ განსაჯოს. არც ერთი სტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის დაწუნება არ მომხდარა.

პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია ცრუ ინფორმაციის გავრცელება პირადი ამბიციებიდან გამომდინარე, ასევე, მიუღებელია, როცა მაღალჩინოსნები სახელმწიფო ინტერესებზე წინ, პირად და ნათესავების ინტერესებს აყენებენ, რის მაგალითებსაც მრავლად ვხედავთ. ვწუხვარ, რომ საკითხის გარკვევა ასეთ ტონალობაში გვიწევს, მაშინ როდესაც პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ საქმიან, მშვიდობიან და დიპლომატიურ გზებს, თუმცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ არჩეული რიტორიკა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრების ბოლოდროინდელი მოქმედებები სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული. მათი გადაწყვეტილებები არ არის შეთანხმებული ქართულ ოცნებასთან და თვითნებობად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის მიერ. პრემიერისვე ინიციატივით კვირას მოცემული საკითხი პოლიტსაბჭოზე განიხილება. ვფიქრობ, დეპუტატების მიერ სახელისუფლებო კრიზისის შექმნის მცდელობით შესაბამისი სამსახურებიც დაინტერესდებიან.“– ნათქვამია ხაბაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42