როგორც ცნობილია კომპანია „აი ფი ემ კვლევები“ მთავრობის წარმატების ინდექსის კვლევას ახორციელებს. კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მოსახლეობის განწყობები წინა და ახალი მთავრობის პირობებშიგარკვეულ სფეროებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, უარყოფითად ფასდება ეკონომიკურ საქმიანობაში, დასაქმებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.
ხათუნა ლაგაზიძეს კვლევების სწორედ ამ კუთხით შეფასება ვთხოვეთ. ექსპერტმა „ნიუპოსტთან საუბარში“ აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურიად რეალისტური შეფასებაა.
„ეს არის სრულიად რეალისტური შეფასება, თუ ვინმეს კითხვები უჩნდება ამ ნაწილთან დაკავშირებით, მე მივუთითებდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, როდესაც ფაქტორბივად საზოგადოების დიდმა ნაწილმა უდნობლობა გამოხატა ახალი ხელისუფლების მიმართ, ეს კველევები არის იმ მიზეზების სააშაკაროზე გამოტანის საშუალება, რა მიზეზების გამოც ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ხელისუფლებას უთხრა უარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამ შემთხვევაში თუ ვინმეს კითხვის ნიშნები უჩნდება კვლევის ამ ნაწილის მიმართ, სრულიად უადგილოა, იმიტომ, რომ მთავარი დასტური ამ უარყოფითი შეფასებისა ხელისუფლებამ მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“,- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბარში, კვლევების კიდევ ერთ ნაწილზე, საგარეო ურთიერთობის სფეროში განხორციელებული აქტივობების დადებით შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება.
ამონარიდი კვლევიდან: "ყველაზე წარმატებულად თბილისელები აფასებს საგარეო ურთიერთობის სფეროში განხორციელებულ აქტივობებს, ხოლო უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულებაა დასაქმების სფეროსადმი. როგორც ჩანს, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ მართლაც მნიშვნელოვნად იმოქმედა საზოგადოების წევრთა განწყობა დამოკიდებულებაზე საგარეო ურთიერთობების შეფასებისას. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მაინც უარყოფით შეფასებას აძლევს ტერტიროტიული მთლიანობის აღდგენისთვის გატარებულ ქმედებებს".
ექსპერტმა აღნიშნული კუთხით მოწონებლის მაჩვენებლის გაზრდა ორი ფაქტორიც ახსნა, ერთი ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და მეორე მეტნაკლები უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა უკრაინაში რუსეთის პირდაპირი აგრესიის ფონზე.
„შეიძლება იყოს ეს ასოცირების ხელშეკრულების თემაც, ამავდროულად შეიძლება იყოს რუსეთთან აგრესული რიტორიკის შერბილების თემაც. ანუ ამას შემოაქვს მეტნაკლებად სტაბილურობის განცდა. საზოგადოებაში ხედავენ უკრაინაში რუსეთის პირდაპირ აგრესიას, ასეთ პირობებში სტაბულურობა და უსაფრთხოება ხდება ყველაზე მოთხოვნადი მოსახელობაში, ამ მიმართულებით შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ მიმართიულებით იმსახურებს მაღალ შეფასებას ხელისუფლება, იმიტომ რომ ამ ეტაპზე რუსეთის პირდაპირი აგრესია საქართველოზე არ ხორციელდება და უსაფრთხოების განცდა მეტნაკლებად საზოგადოებაში არის“,-აღნიშნა ლაგაზიძემ.
მისივე განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულება არის საქართველოს ყველა ხელისუფლების ერთობლივი მიღწევა.
„რომელი ხელისუფლების პირობებში მოუწია ხელმოწერა, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რომ წინა ხელისუფლებების წვლილი არის ძალიან დიდი ამ პროცესში ეს არის უდაო. მოსავალი მოიმკო დღევანდელმა ხელისუფლებამ იმიტომ რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ასე რომ ბევრი შიდა და გარე ფაქტორიოს დამსახურებაა“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






