2013 წელს პრემიის სახით მთავარი პორკურატურის თანამდებობის პირებმა 1 646 027 ლარი მიიღეს, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში - 852 731 ლარი.
ამის შესახებ ინფორმაციას IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ავრცელებს.
IDFI -ს არ მოეწოდა ინფორმაცია პრემიების შესახებ ცალ–ცალკე სახელის და გვარის მითითებით. რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებზე (გარდა თანამდებობის პირებისა) ამავე დროის პერიოდში გაცემულ პრემიებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გვეცნობა, რომ 2013 წელს პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემულია 4 254 830 ლარის ოდენობით პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი პრემია 3 114 115 ლარის ოდენობით.
შესაბამისად პროკურატურაში გაცემული პრემიების ოდენობა ჯამურად (თანამდებობის პირებზე და პროკურატურის თანამშრომლებზე) გამოიყურება შემდეგნაირად:
2013 წელს პროკურატურის სისტემაში სულ გაიცა - 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია
2014 წლის პირველი 6 თვეში სულ გაიცა - 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია.მასალის გამოყენების პირობები






