ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, პრეზიდეტის პრეს-მდივანი პოლიტიკური გადაცემების პროდუსერებს სამსახურის დაკარგვით ემუქრება. ამის შესახებ გრიგოლია „ფეისბუზე“ წერს.
"ნიუსი შუადღის სამი საათისთვის))))) პრეზიდენტის პრეს-მდივანი ურეკავს ჩემს პროდუსერებს და ემუქრება, შემდეგი სიტყვებით: ,,თქვენ გგონიათ მე მარტო პრეზიდენტთან მეთქმის სიტყვაო???? პრემიერთანაც და ნახეთ თქვენო, ჰაჰაჰაააა-მას ჰგონია, რომ ჩემი გადაცემის პროდუსერებს პრემიერი ნიშნავს და კიდევ-გადაეცით, ხალხო, ვინმემ პრეზიდენტს ეს ყველაფერი... რომ მისი pr-ი, პოლიტიკური გადაცემების პროდუსერებს ებლატავება და სამსახურის დაკარგვით ემუქრება, კლინიკაა ქალი,"-წერს ინგა გრიგოლია.
მანამდე ინგა გრიგოლიამ პრეზიდენტის პრესსამსახური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. ჟურნალისტს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან მალევე უპასუხეს:
"გადაცემის რეიტინგის გაკეთება ტყუილებით... უბრალოდ სამარცხვინოა", - წერს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი სოფო ჯაჯანაშვილის.
მასალის გამოყენების პირობები






