პრემიერ-მინისტრი პოლიციელებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში სტუმრობის დროს განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა შს მინისტრს და აღნიშნა, რომ ჭიკაიძის უწყება ეფექტურად მუშაობს.
„ზოგადად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან დანერგილი ტერმინი რეიდი არის მიზანმიმართული, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩინონ ნეგატიური ასოცირება ბნელ წარსულთან. ეს არის ჩვეულებრივი, ევროპაში აპრობირებული საპოლიციო კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები, რომლის გატარების სრული უფლება აქვს პოლიციას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს, მინისტრს და უწყების ხელძღვანელობას იმისთვის, რომ ძალიან ეფექტურად ახორციელებენ ამ ღონისძიებებს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციელებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი. ის ისტერიკა, რაც ამ დღეებში გვესმოდა, მიმართული იყო პირადად მინისტრის და მთელი სამინისტროს დისკრედიტაციისკენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ჟურნალისტებს მიმართა და მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ კრიმინალური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„ ჩვენს ოპონენტებთან საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ ვამბობ თქვენი და ჩვენი მოქალაქეების გასაგონად, სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ და არავიტარი გაუარესება არ ყოფილა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






