,,სააფთიაქო ექიმი“ და სერგეენკოს თავდაყირა დამდგარი ,,რეფორმა“
პოლიტიკა - 11:52, 09 Sep, 2014     1922
რატომ არის დამანგრეველი რეცეპტების რეფორმა ჯანდაცვის სისტემისთვის, - ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ,,სააფთიაქო ექიმის“ გაჩენა კიდევ უფრო თავდაყირა აყენებს სერგეენკოს ,,რეცეპტების რეფორმას“, - ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,ჯანდაცვის სამინისტრომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიის გაფართოება პაციენტებზე ზრუნვის მოტივით ახსნა, მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, “რეფორმამ” უნდა შეემცირებინა თვითმკურნალობა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარება. მინისტრი იმედოვნებდა, რომ ამით არა მხოლოდ უკეთესად ვიმკურნალებდით, არამედ ჩვენი ფინანსებიც დაიზოგებოდა.

“სააფთიაქო ექიმის” გაჩენამ სერგეენკოს “რეფორმა” თავდაყირა დააყენა: ფარმაცევტული კომპანიის დაქირავებული ექიმები რეცეპტს იქვე, სააფთიაქო დახლის გვერდზე წერენ, თან ისე, რომ ამას წინ არათუ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, არამედ პაციენტის გასინჯვაც კი არ უძღვის წინ.

ეს აჩვენებს, რომ

1. სერგეენკოს მეთოდით რეცეპტის სისტემის ასე გაუაზრებლად გაფართოება თვითმკურნალობისა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარების მაჩვენებელს ვერ შეამცირებს. სამაგიეროდ, უფრო შეგვიმცირებს არჩევანის საშუალებას: კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის მიერ დაქირავებული “სააფთიაქო ექიმის” რეცეპტი მხოლოდ იმ კომპანიის ქსელში მოქმედებს.

2. სერგეენკოს “რეცეპტის რეფორმამ” ვერც ჩვენს ჯიბეს უშველა. იმ ქვეყნებში, სადაც რეცეპტის სისტემა არსებობს, რეცეპტით ადამიანები მედიკამენტებს უფასოდ ან მნიშვნელოვანი შეღავათებით იღებენ. თუ მინისტრი სერგეენკო რეცეპტის სისტემას აფართოებდა, მაშინ მედიკამენტების საფასურის გადახდაში მოსახლეობას სახელმწიფო უნდა დახმარებოდა. საყოველთაო ჯანდაცვა კი მედიკამენტებს საერთოდ არ აფინანსებს. შესაბამისად, სერგეენკოს ამ გაუაზრებელმა “რეფორმამ” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრობლემები კიდევ ერთხელ გამოავლინა“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

,,ერთან ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა ჩამონათვალს, მნიშვნელოვნად შეამციროს იგი და მოიყვანოს საერთშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში (ამ თვალსაზრისით სია კრიტიკას ვერ უძლებს, იმდენად არაპროფესიულადაა შედგენილი); იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტით გასაცემთა სიაში დატოვებს, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა აამოქმედოს პროგრამა, რომლითაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და სოციალურად დაუცველებს სრულად დაუფინანსებს მოხმარებული მედიკამენტების ხარჯს.

მინიმუმ ამ ორი ცვლილების გარეშე “რეცეპტის რეფორმაც” ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდება ჯანდაცვის სისტემისათვის, როგორც ეს საყოველთაო ჯანდაცვა აღმოჩნდა“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, მინისტრ სერგეენკოს რეცეპტის ამოქმედებამდე 2 კვირით ადრე აფრთხილებდა ოპოზიცია “სააფთიაქო ექიმის” გაჩენის შესახებ, კერძოდ, ჭიაბერაშვილმა მაგალითად გიგი წერეთლის და სანდრო ურუშაძის სტატიიდან ციტატები მოიყვანა.

“დარწმუნებული ვარ, ბევრი სააფთიაქო ქსელი რეცეპტების გაცემას ტავად დაიწყებს, ანუ აფთიქებშივე დასვამენ სერტიფიცირებულ ექიმებს, რომელიც მოსახლეობას კონსულტაციას იქვე გაუწევენ და რეცეპტსაც იქვე გამოუწერენ,” - გიგი წერეთელი, გაზეთი “რეზონანსი”, 2014 წლის 16 აგვისტო.

“არ გამიკვირდება, თუ აფთიაქებში ექიმების „კაბინეტები“ გაჩნდება, რომელებიც იქვე, ადგილზე გამოუწერენ მყიდველს საჭირო რეცეპტს,” - სანდრო ურუშაძე, ინტერნეტგამოცემა iveria.biz, 2014 წლის 16 აგვისტო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42