„იმისთვის, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრული ინტეგრაცია შევძლოთ მოკლე დროში უნდა ავამაღლოთ განათლების ხარისხი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „ჰოლიდეინში“ განაცხადა, სადაც მასწავლებელთა მომზადების პროფესიული განვითარების სქემის განხილვა მიმდინარეობს.
„ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ განათლების სისტემაში არსებული ვითარება და ვიცით, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტი ძალისხმევით. ჩვენ შევიმუშავეთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს ეფექტურს გახდის. იმისთვის, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრული ინტეგრაცია შევძლოთ მოკლე დროში უნდა ავამაღლოთ განათლების ხარისხი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი ქვეყანა განვითარების თვისებრივად ახალ ფაზაში შევიდა. ახალი რეალობა და ჩვენ წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევები, რა თქმა უნდა, განათლების სისტემასაც ეხება. იმისათვის, რომ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია შევძლოთ, ჩვენ მოკლე დროში უნდა ავამაღლოთ განათლების ხარისხი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. და თუ ამ საკითხს დროულად არ მოვაგვარებთ, ინტელექტუალური რესურსის გადინების საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






