პარლამენტი 2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შედეგებს განიხილავს. საკომიტეტო მოსმენები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ბიუჯეტთან დაკავშირებით მთავრობასთან კონკრეტული კითხვები ექნებათ. ერთ-ერთი მთვავარი შეკითხვა კი მდგომარეობს იმაში, თუ რატომ არის პრობლემა დაგეგმილი თანხების ათვისებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს ერთგვარ სისტემურ პრობლემად იქცა და მათ აინტერესებთ მთავრობისგან, თუ რა არგუმენტები იქნება წარმოდგენილი დაგეგმილი თანხების ათვისების პრობლემაზე.
„ჩვენ უფრო მეტ აქცენტს სოფლის მეურნეობის კუთხით გავაკეთებთ. წინასწარი მონაცემებით, რაც გვაქვს მოწოდებული ფინანსთა სამინისტროდან, ჩვენ განგვაწყობს ძალიან კრიტიკულად“, - განაცხადა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აბულაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






