ისრაელის საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაინტერესდნენ
პოლიტიკა - 21:08, 08 Sep, 2014     1553
ისრაელის საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ებრაელი ბიზნესმენების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ებრაული საინვესტიციო კომპანიების, Kitaiminvest-ის, Plarium-ის და Pegasus East West-ის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოში მსხვილი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბიზნესმენებმა საქართველოს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოში 100 ათასი დოლარის ოდენობის შემოწირულობა განახორციელეს. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საინვესტიციო კომპანიებთან მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42