,,ძალიან რთული და ხისტი ვიზიტი" - რა შეახსენეს ირანში ქართულ დელეგაციას
პოლიტიკა - 19:32, 08 Sep, 2014     3318

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ირანში გამართული ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში ვიზიტი რთული და საინტერესო გამოდგა.

ირანში ჯაფარიძესთან ერთად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გუბაზ სანიკიძე იმყოფებოდა.

"მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ვერ შევძელით მოგვეპოვებინა სათანადო ინფორმაცია იმ უწყებებიდან, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხებით არიან დაკავებული. კარგი იქნება, თუკი შემდეგი ვიზიტების დროს პარლამენტის წევრები ამ ქვეყანაში სათანადოდ აღჭურვილნი წავლენ, რადგან მათ არა მხოლოდ საპარლამენტო ურთიერთობებზე ექნებათ საუბარი, არამედ თემებზე, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, კონკრეტულ პროექტებს, ენერგოუსაფთხოებას და ასე შემდეგ", - განაცხადა ჯაფარიძემ ბიუროს სხდომაზე.

ჯაფარიძის ცნობით, ირანის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ურთიერთობებს რუსეთთან.

მისივე თქმით, "იყო რთული და ხისტი შეხვედრა ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილესთან".

"შეხვედრა დიდ პოლემიკაში არ გადაზრდილა, მაგრამ ყველაფერი შეგვახსენეს და არც ჩვენ დავრჩით ვალში. შეგვახსენეს ისიც, რომ ჩვენ თავის დროზე – რაც არ ვიცოდი, ირანელი მეცნიერი დავაკავეთ, რომელიც ამერიკელებს გადავეცით და შემდეგ ამერიკელებმა დააბრუნეს", – განაცხადა ჯაფარიძემ.

გუბაზ სანიკიძემ საქართველოს ირანთან ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს ირანთან ურთიერთობა ძალიან სჭირდება.

"ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში ირანთან არანაირი – არც სერიოზული და არც არასერიოზული ურთიერთობა არ გვქონია. მინდა გაუწყოთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ირანის გავლენები იზრდება - განსაკუთრებით ერაყში მიმდინარე მოვლენების შემდეგ", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დეკემბერში, ირანში ჩასვლას აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42