ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი "ფავორიტ პრინტის" ლობირების საკითხს უარყოფს. დიმიტრი ქუმსიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში საპარალამენტო უმცირესობის დეპუტატს ხათუნა გოგორიშვილს ადანაშაულებს.
„მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, აბსოლუტური სისულელეა, არანაირი კავშირი არ მაქვს არავის კერძო ბიზნესთან. ჩემი ცოლის ძმა მთელი ცხოვრება არის პოლიგრაფიულ ბიზნესში, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. შარშანაც იყო ეს მარაზმი, ხათუნა გოგორიშვილმა აწია ეს თემა. მგონია უნდა შევწყვიტოთ უსაფუძვლო, ყველაფერს მოკლებული თემები“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სასკოლო წიგნების ბიზნესის ლობირების საკითხთან დაკავშირებით კომენატარი ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინინისტრო ამ პროცესებს ძალიან გამჭვივალედ აფასებს. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცა საბოლოო ჯამში ვიღაცის ნათესავი აღმოჩნდეს, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ რაიმე ლობირებას ჰქონდეს ადგილი ჩემი მოადგილის მხრიდან“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






