ყოველწლიურად მსოფლიოში 804 ათასი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ყოველ 40 წამში ერთხელ, მსოფლიოში ერთი ადამიანი იკლავს თავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი ანგარიშით, ყოველწლიურად თვითმკვლელობის შედეგად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ომებისა და ბუნებრივი კატასტროფების გამო.
თვითმკვლელობების რიცხვი სხვადასხვა ქვეყნებში, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე 11.4 თვითმკვლელობაა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მაჩვენებელი კი 17.7-ია. თვითმკვლელობების რიცხვი მდიდარ ქვეყნებში უფრო მაღალია (12.7 თვითმკვლელობა 100 ათას ადამიანზე) ,ვიდრე საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებში (11.2).
ყველაზე მეტი თვითმკვლელობა სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყანაში- კოოპერატიული გაიანას რესპუბლიკაში ხდება(44.2 თვითმკვლელობა 100 ათას ადამიანზე), ყველაზე ცოტა კი საუდის არაბეთში (0.4)
თვითმკვლელობების რაოდენობა სქესის მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია, ქალებთან შედარებით 2-ჯერ მეტი მამაკაცი იკლავს თავს.
თვითმკვლელთა დიდი რაოდენობით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: ჩრდილოეთ კორეა, სურინამი, ლიტვა, რუსეთი, შრი-ლანკა,მოზამბიკი, სამხრეთ სუდანი.
თვითმკვლელთა რაოდენობით სამხრეთ კავკასიაში საქართველო ლიდერობს, ყოველ 100 ათას ადამიანზე 3.2 თვითმკვლელობა ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 12 წელში თვითმკვლელთა რაოდენობა შემცირებულია. 2000 წელს ეს მაჩვენებელი 4.3 იყო.
სომხეთში 100 ათას ადამიანზე 2.9 თვითმკვლელობა ხდება, ბოლო 12 წლის განმავლობაში სომხეთშიც შემცირდა თვითმკვლელთა რიცხვი.
აზერბაიჯანში კი თვითმკვლელობის რიცხვი ბოლო პერიოდში უცვლელია და ის ბოლო 12 წლის განმავლობაში 1.7 -ია 100 ათას ადამიანზე.
მასალის გამოყენების პირობები






