„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა საკრებულოს სამსახურში არსებული მდგომარეობა გააცნო
პოლიტიკა - 18:39, 08 Sep, 2014     2046

საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბაგრატიონმა კომისიის წევრებს სამსახურში არსებული მდგომარეობა გააცნო და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

კომისიის სხდომას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ მთელი რიგი პრობლემები დახვდა. უწყებაში არსებობდა ე.წ. „სამეურვეო საბჭოები“, სადაც დასაქმებული იყო ბევრი ადამიანი, რომლებიც აზღაურებას იღებდნენ, თუმცა, არანაირ სამუშაოს არ ასრულებდნენ. გიორგი ბაგრატიონის თქმით, სამსახურში არიან, ასევე, თანამშრომლები, რომლებიც ეფექტურად ვერ მუშაობენ.

ბაგრატიონის განცხადებით, არსებობს პრობლემები, რაც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. მაგალითად, სრულიად მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ტრანსპორტი, რომელიც ქალაქს ემსახურება.

„საჭიროა ახალი ტრანსპორტის შემოყვანა ქალაქში, რომ დასუფთავების კუთხით სამუშაოების შესრულება უფრო ხარისხიანად და ეფექტურად მოხდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ დედაქალაქში არ არის საკმარისი ურნები. ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში პრობლემა მოგვარებული იქნება. თბილისის მასშტაბით, ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა არსებობს, დამატებითი ურნები დამონტაჟდება", - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

კომისიის სხდომაზე ბაგრატიონი მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემას - ლილოში განთავსებული ნარჩენების პოლიგონის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, განიხილება გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვესტორების მოძიება.

„ასევე, იგეგმება ახალი პოლიგონის მშენებლობა, რომლისთვისაც 86 ჰექტარი ფართობი ტერიტორიაა საჭირო. ამ ეტაპზე ეკონიმიკის სამინისტროსთან ერთად ტერიტორიის შერჩევა მიმდინარეობს,“ - განაცხადა ბაგრატიონმა. მისი თქმით, შპს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები მაქსიმალურად გაუმჯობესდება. იგეგმება მეეზოვეების ფორმების შეცვლაც.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42