ვალის სტატისტიკური ბიულეტენი ფინანსთა სამინისტროსგან
პოლიტიკა - 18:17, 08 Sep, 2014     1342

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტრანსპარენტულობის გაზრდისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mof.ge, დღეიდან ხელმისაწვდომია მასალები, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ვალის სტატისტიკას, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და მათი მხარდაჭერის კოორდინაციის კუთხით არსებულ ვითარებას.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს „სახელმწიფო ვალის სტატისტიკურ ბიულეტენს“, რომელიც მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა: სახელმწიფო საგარეო სესხები; ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან აღებული სესხები; უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები; ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები; ეროვნული ბანკის მიმართ ვალი; სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხები.

"გარდა ამისა, ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაციები „სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული დონორების მხარდაჭერით დაფინანსებული პროგრამების და პროექტების“, აგრეთვე „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსების“ შესახებ.

მასალები განთავსებულია აღნიშნულ ბმულზე: http://www.mof.ge/DebtFinance

იმედია, აღნიშნული სიახლე საზოგადოებას დაეხმარება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ და დეტალურად გაეცნოს, რა პრიორიტეტულ მიმართულებებზე იხარჯება უცხოური წყაროებიდან მიღებული ფინანსური რესურსი.

ფინანსთა სამინისტრო მოხარული იქნება საზოგადოების მხრიდან მიიღოს რეკომენდაციები დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციის განთავსების შესახებ",- აცხადებენ ფინასტა სამინისტროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42