საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, „ქართული ოცნების“ გუნდისგან გამიჯნულია და საეჭვო რეპუტაციის მქონე, სუბიექტებთან ერთად დამოუკიდებლად მოქმედებს. ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ წერს.
„ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში შეკრებილ პუბლიკას მარგველაშვილის შესახებ უთხრეს, რომ ის „ცნობილია იმითი, რომ ქსოვა შეუძლია. სიგარეტისთვის თავის დანებების მიზნით დაიწყო ქსოვა“. ამ ცნობამ პუბლიკა გაამხიარულა, მარგველაშვილმა კი თავის მხრივ იხუმრა - „ამ დროისთავის ორი მავნე ჩვევავ მაქვს - ვქსოვ და ვეწევი“... რაკი მარგველაშვილმა ქსოვა საკუთარ მავნე ჩვევებს მიათვალა, ე.ი. იგი ამჟამად პოლიტიკური ინტრიგების ქსოვით არის დაკავებული!.. მარგველაშვილის ერთ-ერთი მავნე ჩვევა ის არის, რომ იგი გველივით პერანგს, ანუ კანს იცვლის!. არა, გველსავით პერანგის გამოცვლა სულაც არ არის, პირიქით, ეს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ პერანგის, ანუ კანის შეცვლა მარგველაშვილისათვის, შესაძლოა, ფატალურად მავნებელი აღმოჩნდეს და იგი ამ პროცესს პოლიტიკურად გადაჰყვეს! თუმცა ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ მარგველაშვილის მიერ პერანგის, ანუ კანის გამოცვლა საფრთხეს ჩვენს ქვეყანას - საქართველოს უქმნის!.. ქართველი ხალხი მართლაც ენდო ბიძინა ივანიშვილს და მისი ხათრით მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩია, ამგრამ ამ ხათრით არჩეულმა პრეზიდენტმა როგორც კი სავარძელში დაიგულა თავი, ბიძინა ივანიშვილსაც უგანა და შესაბამისად, ქართველ ხალხსაც, რომელმაც იგი ბიძინა ივანიშვილის ხათრით აირჩია. ასეთ შემთხვევას საქართველოში უბეში გველის გაზრდას ეძახიან! დიახ, ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვლზე უნდა თქვას გველი გამიზრდია უბეშიო!.. მარგველაშვილს გარშემო ჰყავს შემოკრებილი სააკაშვილისა და „ნაციონალების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტები თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილისა და მის გუნდს უღრენენ და კბილებს უჭრიალებენ... საქართველოს მარგევლაშვილის, სააკაშვილის, „ნაციონალებისა“ და მონათესავე ჯგუფების ერთობლივი რევანში ემუქრება“, - წერს „ასავალ-დასავალი“.
მასალის გამოყენების პირობები






