არჩილ ხაბაძის გადასაყენებლად ხელმოწერებს აგროვებენ
პოლიტიკა - 16:33, 08 Sep, 2014     1332

აჭარის უმაღლეს საბჭოსა და არჩილ ხაბაძეს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები დახურულ სხდომაზე შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ დაიწყება მზადება იმპიჩმენტის პროცედურისთვის, უმრავლეობის მეორე ნაწილი კი მათ არ ეთანხმება. თავად ხაბაძეს კი კომენტარი არ გაუკეთებია.

არაეფექტური საკადრო პოლიტიკა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებობა, კორუფციული გარიგებები, ეს არის იმ მძიმე ბრალდებათა ნაწილი რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის წინააღმდეგ დღეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა გააჟღერეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ხაბაძის იმპიჩმენტის დასაწყებად საკმარისი არგუმენტები გააჩნიათ. სწორედ იმპიჩმენტზე სამსჯელოდ შეიკრიბა ფრაქცია დახურულ სხოდმაზე, სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქციის თავმჯომარემ განაცხადა, რომ მათი სრული შემდგენლობა, ანუ შვიდივე დეპუტატი მზად არის მხარი დაუჭიროს პროცესის დაწყებას. ინიციატივის წარსადგენად უმაღლეს საბჭოში, სწორედ 7 დეპუტატის ხელომწერაა საჭირო.

„მე ფრაქციის წევრებთან დავდე ის არგუმენტები, რომელებსაც მე ვთვლიდი რომ იყო საფუძველი იმისა დაგვეწყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, იყო კამათი და აზრთა სახვადასხვაობა. ჩემთვის მთავარია გადადგეს აჭარის მთავრობა, ეს მოხდება იმპიჩმენტის საფუძველზე“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა.

არჩილ ხაბაძისადმი უნდობლობის გამოცხადებას არ ეთანხმება ფრაქცია "ქართული ოცნება - აჭარას" წევრი დავით ბაციკაძე.

მისივე თქმით, მას საფუძველი არ აქვს არჩილ ხაბაძის მუშაობას უნდობლობა გამოუცხადოს.

"თუკი არგუმენტები არსებობდა, ამდენი ხნის განმავლობაში, მეც უნდა მცოდნოდა. ორი დღის განმავლობაში არ მომისმენია რაიმე სერიოზული არგუმენტები იმის შესახებ, თუ რა პრეტენზიები ჰქონდათ უმაღლეს საბჭოს უმრავლესობის წევრებს მთავრობის თავმჯდომარის მუშაობასთან დაკავშირებით. ცალსახად ვიმეორებ, რომ უმაღლესი საბჭოს იმ წევრების ჯგუფს არ გამოუვა არაფერი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გარეშე, რადგან მე და ჩემი თანაფრაქციელები არ ვაპირებთ იმპიჩმენტში მონაწილეობას. ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" აიღოს პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად იმ საკითხებზე რასაც ამის შემდეგ ჩაიდენენ", - აღნიშნა დავით ბაციკაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42