ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ვიზიტს განაგრძობს. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს საპარამენტო უმრავლესობასთან. პოლიტიკოსებმა ნოემბრის ბოლოს უნდა წარადგინონ ანგარიში, რომელშიც დეტალურად აისახება ქვეყანაში არსებული ვითარება ყველა მიმართულებით. დელეგაციას ანდრეს მამიკინსი ხელმძღვანელობს, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს თემაზეა მომხსენებელი.
„ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ანგარიში გამოვა. ოქტომბრის დასაწყისში უკვე იქნება ანგარიში, რადგან 15 ოქტომბერს ცვლილებების ბოლო ვადაა. მანამდე ანგარიში მამიკინსმა ევროპარლამენტში დეპუტატებს უნდა გააცნოს. ის ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. პრინციპში ევროპარლამენტის ახალი შემაგდენლობის წრე მოგვიხაზა. ამიტომ ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა იმისთვის, რომ ახალ ახალ შემაგდენლობასთან ურთიერთობის კონტურები მოვნიშნოთ“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






