ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს ან მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა, ან ძალიან მაგარი პოლიციელი. ხუხაშვილის თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძე არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო იმართება შიშით და ავტორიტეტით. საჭიროა შიშის და ავტორიტეტის დათესვა თუნდაც იმისთვის, რომ არ ხდებოდეს ის, რაც ხდება დღეს, მაგალითად, როცა პატრული თავის შიგნით დაგროვილ აგრესიას აფრქვევს ქუჩაში მდგარ ახალგაზრდაზე და ამის პრეცენდენტები შეიქმნა ბოლო დღეებში. მინისტრი უნდა იყოს ან ძალიან მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა, ან ძალიან მაგარი პოლიციელი, რომელმაც ნულიდან ყველა ეტაპი გაიარა და გახდა მინისტრი, რომლის ავტორიტეტიც სწორედ ამაზე დგას და ამიტომ აქვთ მის მიმართ რიდი ქვედა დონეებზე. სამწუხაროდ, მოქმედი მინისტრი არც ერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






