„ნატო უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე მუხლი საქართველოსთვის დამაზიანებელი არ არის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კომუნიკეში გაწერილი ყველა ასპექტი სწორადაა მიღებული და ის ჩვენს ქვეყანას ზიანს არ მოუტანს.
,,კატეგორიულად არ ვიზიარებ ჩვენი ოპონენტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, კომუნიკეს 31-ე მუხლი არის დამაზიანებელი საქართველოსთვის. ამის შესახებ, განცხადება ჯეიმს აპატირაიმაც გააკეთა. კომუნიკეში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე რომელთაც საშუალება არ აქვთ თავისუფალი გადაადგილებს, სწორედ ეს იყო ამ კონტექსტში ჩადებული და აპატურაიმ, მე მგონი, ძალიან სწორად განმარტა", - განაცხადა ზალკალიანმა.
31-ე მუხლში ნათქვამია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები კვლავაც რჩება შეშფოთების საგნად, რომელიც ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობას, მიიღონ სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა.
მასალის გამოყენების პირობები






