კიწმარიშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება
პოლიტიკა - 14:04, 08 Sep, 2014     3617
უახლოეს მომავალში თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოჩენისთვის ეროსი კიწმარიშვილის მანქანის განმეორებითი დათვალიერება ჩატარდება.

რას ნიშნავს ეს და რა შედეგებს ელიან ამ საგამოძიებო მოქმედებისგან, ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი საუბრობს.
„თვალით უხილავი ნაწილაკები შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს და მათ აღმოსაჩენად სპეცტექნიკა უნდა გამოიყენო. ეს საკითხი თავის დროზე დავსვით, პროკურატურამ დააკმაყოფილა და ოჯახს დაუკავშირდა, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა. როდესაც ავტოფარეხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ დაათვალიერა, ჩვენ მაშინ მონაწილეობა არ მიგვიღია, გაგვიჩნდა გარკვეული კითხვები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელმეორედ მომხდარიყო მისი დათვალიერება. პირველ შემთხვევაში არ გამოუყენებიათ სპეცტექნიკა, რომელიც იმ საკითხებს ამოწურავდა, რაც იმ ეტაპზე გვაინტერესებდა. თუნდაც თვალით უხილავი ნაწილაკების აღმოჩენა. ეს არის ბიოლოგიური გამონაყოფი, სისხლი, ქსოვილის ნაწილაკები და ა.შ“, - განუცხადა ალთუნაშვილმა „პრაიმტაიმს“.
კონკრეტულად რას ელოდებიან მანქანის ხელმეორედ დათვალიერებისგან, რისთვის გჭირდებათ ეს ექსპერტიზა, კრიმინალისტი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
„მე ამ თემაზე ვერ დავკონკრეტდები, რადგან, ეს რომ გავაჟღერო, თუ მკვლელობაა, მკვლელს მივცემ ინფორმაციას, თუ თვითმკვლელობაა – მაშინ მოვლენებს უნდა გავასწრო წინ. შესაბამისად, არასწორად მიმაჩნია ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა. დავუშვათ, მკვლელობაა: საუბარი იმაზე, რომ თითის ანაბეჭდები ამოვიდა, თუ არ ამოვიდა და სხვა მსგავს საკითხებზე, არასწორად მიმაჩნია, რადგან ამ შემთხვევაში ინფორმაციას აძლევ მკვლელს და აძლევ მანიპულირების საშუალებას“, - აღნიშნა ალთუნაშვილმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს გამოძიება, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა? არ აქვთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
„გამოძიება თავს იკავებს ამაზე საუბრისაგან. არც რაიმე დეტალსა თუ მიმდინარე პროცესებზე გვაყენებს საქმის კურსში. არის მხოლოდ მშრალი პასუხები – ვმუშაობთ, ვიძიებთ და როცა დასრულდება პასუხს მაშინ გეტყვით. რაც შეეხება პირველ ეტაპს, მაშინ უფრო მეტად საეჭვო გარემოებების გაცხადება ხდებოდა ჩემი თუ ჩვენი ალტერნატიული გამომძიებლების მხრიდან. ამის შემდგომ იყო პერიოდი, რომელიც ახლაც გრძელდება, როდესაც გამოძიება ადგენს ყველა გარემოებას, რათა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე იქნას საბოლოოდ ყველა პასუხი გაცემული. ითქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამისთვის. მეც ამ მოლოდინში ვარ. ჩემი შინაგანი რწმენით, პირადად მე ამ კითხვაზე, პასუხთან, რა თქმა უნდა, ახლოს ვარ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიების ობიექტურ და ეფექტურ შედეგს. ვფიქრობ, ისინი კეთილსინდისიერად შეასრულებენ ყველაფერს. იმ ცნობილი ვიდეომასალის გარდა, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ამოღებულია ვიდეომასალა, რომელიც საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. საუბარია იმ კამერებიდან ამოღებულ მასალებზე, რომელიც იმ დროს, იმ გარემოში მუშაობდა. ეს არის აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარედ არსებული კამერები, ფარეხის ჩასასვლელის მოპირდაპირედ არსებული კამერა, ასევე არის იარაღის მაღაზიის მიმდებარედ არსებული კამერიდან ამოღებული მასალები. დაფიქსირდნენ ადამიანები, ვინც მოძრაობდა იქ, ვინც ავტოფარეხში იყო ჩასული… ახლა გამოძიების საქმეა, ვინ უნდა ამოიცნოს და რა გზებით. ეს მასალა არსებობს და სჭირდება პროფესიონალის მუშაობა. ამის გარდა, უამრავი მასალაა ამოღებული კომპიუტერიდან, პლანშეტიდან, ტელეფონებიდან, მათ შორის აღდგენილია უკვე წაშლილი მასალა. ასე რომ, უამრავი სამუშაოა. კი, მე მჯერა, რომ მოხდა მკვლელობა და იმისიც მჯერა, რომ ეს ჩადენილი იყო მაქსიმალური სიფრთხილით, შესწავლილი ექნებოდათ გარემოც, გადაადგილებებიც, დროც, მაგრამ ამის მიუხედავად, 21-ე საუკუნეა და უკვე მოლეკულების დონეზე შეიძლება კონკრეტული გარემოებების დადგენა. დანაშაულის ჩამდენი უჩინმაჩინი ვერ იქნებოდა. ასე რომ, რაღაც ძაფები აუცილებლად უნდა გამოჩნდეს, რომელიც მერე რეალურ სურათთან მიგვიყვანს“, - განუცხადა ზურა კიწმარიშვილმა „პრაიმტაიმს“.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42