„პრემიერ-მინისტრს უელსის სამიტზე ჰქონდა მიწვევა, მაგრამ ეს რომ არ გამხდარიყო ქვეყნისთვის დამაზიანებელი, არ წავიდა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.
რაც შეეხება გაერო-ს სამიტზე გასამგზავრებელ დელეგაციას, მისი თქმით, ორი დელეგაციის წასვლა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.
„არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, როცა ქვეყნის 2 ლიდერი მიემგზავრება ერთ სამიტზე. მთავრობამ იმსჯელა ამ სამიტზე და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. გაერო-ს გენერალურ ასამბლეას თან ახლავს კლიმატის ცვლილებების სამიტი. ეს არის ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება. ამიტომ, ჩვენი ლოგიკა არის აქედან გამომდინარე, რომ უნდა გაემგზავროს პერმიერ-მინისტრი. ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 2 უმაღლესი რანგის ადამიანი გაემგზავროს სამიტზე. 2 დელეგაცია ძალიან სერიოზულად დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თუ კომუნიკაცია შედგება პრეზიდენტთან, მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






