“ვიმედოვნებ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება დეკემბერში მოხდება"
პოლიტიკა - 12:38, 08 Sep, 2014     1527

საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, თქვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ხართ საუკუნეების განმავლობაში; ვიმედოვნებ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროპარლამენტი დეკემბრის თვეში განახორციელებს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანდრეს მამიკინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიელ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს, ევროპარლამენტის წევრს, ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე მომხსენებელს, ანდრეს მამიკინსს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა რეალობად იქცა და დაიწყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი.

საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და გასატარებელ რეფორმებს. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებების შესრულება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც სრულ თანხვედრაშია მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხედვასთან.

მხარეებმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.

„განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: მართლმსაჯულება, სიტყვისა და მედიის თავისუფლება, რეგიონული თემები, ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები. საქართველო არის ძალიან ევროპული სახელმწიფო, საუკუნეების განმავლობაში თქვენ წარმოადგენთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დეკემბრის თვეში განახორციელებს ევროპარლამენტი. ჩემი პოზიციაა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს",-განაცხადა ანდრეს მამიკინსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42