საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეკომპანია „ინტერის“ პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა, სადაც წამყვანის გარდა მან მარიუპოლის მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააკაშვილს უკრაინისთვის დახმარება სთხოვა და მათ სამშობლოში, საქართველოში გატარებული რეფორმების, უკრაინაში განხორციელება სთხოვა.
ექს-პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ახალი რეფორმები უნდა განახორციელოს და ამ საკითხზე მთავრობაში უკვე მუშაობენ. სააკაშვილმა „ინტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის გეგმებზე აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით.
„ამჟამად პუტინს დონბასზე კონტროლის მოპოვება სურს. ეს ნიშნავს, რომ მას უნდა უკრაინელი ჯარისკაცების განდევნა და ყირიმთან კორიდორის გაკეთება. ამისთვის მარიუპოლი და სხვა დასახლებული პუნქტები სჭირდება. ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლებას ეს კარგად ესმის. ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობას არ ნიშნავს. მთავარია არ მოხვდეს ხელისუფლება ხაფანგში. ვლადიმერ პუტინი საქართველოში გვიწყობდა ტერაქტებს და პროვოკაციებს. მან რუს ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც „გაზპრომის“ მსხვილი აქციონერია, გადაუხადა 2 მილარდი, რათა შეეცვალათ ჩემი ხელისუფლება. თუმცა მეორეს მხრივ ქართული დემოკრატია ცოცხალია, მიუხედავად სირთულეებისა და იმისა, რომ ისინი ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებში შემოიჭრნენ. საქართველოს უკან დაბრუნება შეუძლებელია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






