პოლიტოლოგი და იურისტი ვალერი გელბახიანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
გელბახიანს „კვირის ქრონიკა“ ესაუბრა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს სტატიიდან:
მიგაჩნიათ თუ არა, რომ გაუარესდა კრიმინოგენური ვითარება და თუკი პრევენციული ღონიძიებები არ გატარდება, ეს პრობლემა ხომ არ გახდება „ნაციონალებისათვის“ რევანშის აღების ერთ-ერთი საფუძველი?
„ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ დანაშაულის ზრდამ „ნაციონალების“ ქვეყანაში მობრუნება განაპირობოს, თუმცა ამის გამოყენება ყველას შეუძლია. სასჯელის გამკაცრება დანაშაულის შემცირებას არ გამოწვევს, ეს არის აბსურდი.
მომატებულმა კრიმინალმა გუნდის შიგნით დაპირისპირება გამოააშკარავა, თინა ხიდაშელი და თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ღიად დაუპირისპირდა ჭიკაიძის უწყებას. რას უნდა ნიშნავდეს ეს?
ეს არის ბზარი და არა დაპირისპირება. ის, რომ ხიდაშელი მოვლენებს აფასებს ობიქტურად ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არის ადამიანთა ნაწილი, ვინც არ ერიდება პოლიტიკურ კონიუქტურას და ინარჩუნებს ობიექტურ პოზიციას და ეს კარგია. ხალხმა მისი მხრიდან ეს აღიქვა გაბედულ ნაბიჯად, თუ ასეთი დამოკიდებულება სხვებისგანაც იქნება, ხელისუფლება თავის თავს შებოჭავს.
კოალიციის შიგნით გამოიკვთა რამდენიმე ლიდერი, ისინი ინტრიგებით არიან დაკავებულნი და იბრძვიან პირველობისათვის. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ კახი კალაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა.კალაძეს აქვს ამბიცია, გახდეს პრემიერი, ალასანია პრეზიდენტობისთვის იბრძვის, მარგველაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს. ჩვენ ვხედავთ, რომ მარგველაშვილი პოზიციებს არ თმობს და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება მიიღოს მონაწილეობა გაეროს 69-ე ასამბლეაზე. უელსში მის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვა დასავლეთიდან ზარები, რომ აენთოს მწავნე შუქი მარგველაშვილს. რას გამოიწვევს ეს ყველაფერი?
მარგველაშვილმა უკვე დაიწყო პოლიტიკური პროცესების მართვა, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ხოლო პრემიერი არის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი. სხვა საქმეა სცემენ თუ არა მას პატივს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს.
არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს მარგველაშვილი-ალასანიას ზურგს ამოეფარონ, ისე როგორც თავის დროზე ჟვანია მოიქცა, როცა ნინო ბურჯანაძის სახელს ამოეფარა.
ეს არის „ნაციონალების“ შემოგდებული თემა, „ნაციონალებმა“ უკვე მოგვჭამეს ჭირი და ისინი ვეღარ დაბრუნდებიან, ისინიც ეწევიან პროპაგანდას, როგორმე ხელისუფლების შიგნით განხეთქილება გაამძაფრონ, მაგრამ ხელისუფლებას რომ არ აქვს კარგად საქმე, ეს ფაქტია.
თქვენ რომ პრემიერის მრჩეველი იყოთ, კრიზისის თავიდან ასაცილებლად რას ურჩევდით?
მას ვურჩევდი, რომ გუნდი შეცვალოს. გუნდი, რომელიც კოალიციის სახელით არის შექნილი.მასალის გამოყენების პირობები






