პოლიციელმა მითხრა, რომ მოქალაქის შეურაცხყოფის უფლება აქვს - დათუნა სულიკაშვილი შსს-ს მიმართავს
სოც.მედია - 09:39, 08 Sep, 2014     3208

პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფის გამო შეინაგან საქმეთა სამინისტროს დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი წერილით მიმართავს. მისი თქმით, ყიფშიძის ქუჩაზე საკუთარი მანქანით იდგა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა მანქნიდან გადმოსვლა მოსთხოვა. მას შემდეგ კი რაც სულიკაშვილმა მიზეზის განმარტება ითხოვა, როგორც თავად ჰყვება, სამართალდამცველი მანქანიდან მის ძალით გადმოყვანას შეეცადა. სულიკაშვილმა მიმართვა სოცილაური ქსელით გაავრცელა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს მოქალაქის, დავით სულიკაშვილის

ღია მიმართვა ბატონო მინისტრო,

პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ჩვეულებრივ ვერიდები ხოლმე და არასდროს მქონია სურვილი, პოლიტიკურ პროცესებში ჩავრეულიყავი, მაგრამ გუშინ დაწყებულმა რეიდებმა ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა.

გუშინ, შაბათს, 6 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე მეგობართან ერთად, ავტომანქანით ნათესავის სანახავად მივდიოდი. ავტომანქანა მის სახლთან, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე გავაჩერეთ. ამ დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც გამოჩნდა (ნომრით #7204). პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, ჩვენკენ გამოემართა და მანქანის მინაზე უხეშად რამდენჯერმე დააბრახუნა. შუშა ჩამოვწიე და ვიკითხე თუ რა ხდებოდა. პატრულმა უხეში ტონით მანქანიდან გადასვლა მომთხოვა. კვლავ ვიკითხე მიზეზი, რაზეც პასუხად მივიღე: “შენი საქმე არ არის, გეუბნები გადმოდი მანქანიდან!” რის შემდეგაც ის თავად აღებს კარს და ჩემს გარეთ გადაყვანას ცდილობს.

მანქანიდან გადმოსულმა კვლავ ვიკითხე უხეშობის მიზეზი და პასუხად ისევ: “შენი საქმე არ არის!” მივიღე. უშედეგოდ ვცდილობდი მისი ვინაობის დადგენას, ისე, როგორც ამის უფლებას კანონი მაძლევს. ჩემს მორიგ კანონიერ მოთხოვნაზე, დაესახელებინა ვინაობა, მან ფიზიკური შეურაცხყოფით, კერძოდ, ხელის კვრით მიპასუხა და განზე გადგომა მომთხოვა. ამასობაში ნათესავი, ქალბატონი, რომლის სანახავადაც ვიყავით მისული, თანხმლებ პირთან ერთად მანქანით მოვიდა. ისიც დაინტერესდა თუ რა ხდებოდა. პატრულმა მას ვინაობა გამოჰკითხა. ქალბატონის პასუხზე, რომ დეიდა იყო, პოლიციელმა მას უხეშად, შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ხოდა წადი შვილს მიხედე აქ რა გინდა, ბიჭები არიან, შარვლები აცვიათ და მიხედავენ თავს!” - ხოლო მეორე ქალბატონს მოსთხოვა: “მანქანით ქუჩაში ნუ დგახარ, გაიარე დროზე!” ეს ყველაფერი მისი ხელების ქნევის და ყვირილის ფონზე ხდებოდა. მე ჯიუტად ვითხოვდი მის სახელსა და გვარს, რის პასუხადაც დამცინავი პასუხი მივიღე: “წადი რძე დალიე, ვინ ხარ ვაფშე!”, ხოლო კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლება, პასუხად ვიღებდი: “მაქვს!”

ამის შემდეგ ის მანქანისკენ გაემართა და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ვინაობა მანამ არ გაამხილა, ვიდრე მისმა მეწყვილემ, რომელიც ამ დრომდე მანქანში მშვიდად აკვირდებოდა პოლიციელის მიერ მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტს, არ მოუწოდა ჩვენთვის ვინაობა გაემჟღავნებინა. გაბრაზებულმა პატრულის თანამშრომელმა სახელი მოგვაძახა და წავიდა. სამართალდამცავთა წასვლის შემდეგ მე ჯერ 112-ს, ხოლო შემდეგ გენინსპექციას მივმართე. მათ შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩაიწერეს და რამდენიმე დღე ითხოვეს გამოძიებისთვის.

ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ეს და სხვა მრავალი შემთხვევა მარწმუნებს, რომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქის შეურაცხყოფა ხშირად დაუსჯელი რჩება. ამის გამო იძულებული ვარ პირდაპირი კითხვებით მოგმართოთ: თქვენი ბრძანებით ტარდება ასეთი რეიდები? ეს ხომ უკანონოა,? ან, საერთოდ რეიდები დანაშაულის კლებას იწვევს? განა უპრიანია პოლიციელები ადამიანებს მიეჭრან, ხელი კრან და შეურაცხყოფა მიაყენონ? ნუთუ პოლიცია გილახავთ სახელს და აღარ გემორჩილებიან? პოლიცია დამნაშავეებს უნდა ეძებდეს თუ ჩემნაირ კანონმორჩილ ადამიანებს უნდა უქმნიდეს პრობლემებს? მოვითხოვ სათანადოდ, კანონის ფარგლებში დაისაჯოს ჩემი და სხვისი უფლებების დამრღვევი პოლიციელი სოსო ჯორბენაძე.

აქამდე თქვენი სახელი და გვარი არ ვიცოდი. სამწუხაროდ, ახლა ვიცი“, - წერს სულიკაშვილი,.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42