გრიგოლ ვაშაძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტსაც აფასებს და მიიჩნევს, რომ ჰეიგელის ჩამოსვლა ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი მოკავშირეობის და ნდობის სიმბოლო.
,,შეერთებული შტატების პირველი პირების ვიზიტი საქართველოში ჩვენ უნდა აღვიქვათ არაორაზროვნად - ეს არის აშშ-ს მიერ იმ მხარდაჭერის ხაზგასმა, რომელსაც ვაშინგტონი ყოველთვის გამოხატავდა თბილისთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომელი ხელიუფლებაა ქვეყნის სათავეში. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადმოცემის შეთანხმება შედგა 2012 წელს, როცა თეთრ სახლში თითქმის საათიანი შეხვედრა შედგა პრეზიდენტს ობამასა და სააკაშვილს შორის, პრინციპული შეთანხმება მაშინ მოხდა. ეხლა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ შეთანხმების რეალიზაცია“, - განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ მოკავშირეებს არ არქვთ ჩამოყალიბებული საბოლო შეხედულება, თუ როგორ უნდა გეცეს პასუხი რუსეთის აგრესიას, ვაშაძეს ამის მაგალითად დეკლარაციაში ასახული თეზისი მოჰყავს:
,,დეკლარაციაში არასახული თეზისი იმაზე, რომ 2008 წლის აგრესია რუსეთის საქართველოში იყო პირველი აქტი, რომ უკრაინაში 2014 წლის აგრესია არის მორე აქტი და რომ მესამე აქტი აუცლებლად იქნება იმიტომ, რომ რუსეთი წავიდა ვაბანკზე, ის, რომ ეს თეზისი არ არის დეკლარაციაში, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მოკავშირეებს საბოლოოდ არ აქვთ ჩამოყალიბებული შეხედულება თუ როგორ შეიძლება პასუხი გაეცეს რუსეთის აგრესიას; ის, რომ ცალმხრივად არის გაცხადებული საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ეს მოწმობს იმას, რომ ჩამოყალიბებული სტრატეგია ჯერ არ არის, მაგრამ ფიქრი იმაზე, რა პასუხი უნდა გაეცეს ამ დაუფარავ აგრესიას, ეს მიდის.
მესმის, რომ ძალიან არაერთგვაროვანია ნატოს წევრობის კავშირიც დღეს, ათასი ინტერესია გადახლართული, სანქციებს წინააღმდეგობას უწევს რამდენიმე ქვეყანა. რუსეთი მტკიცედ არის უკვე ინტეგრირებული მსოფლიოს ეკონომიკაში, ეს ყველაფერი სერიოზული გამოწვევააა და ფუნდამენტალურ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ყოველდღე ვუმეოროთ ჩვენს მოკავშირებს, რომ უკრაინა არ არის კრემლისთვის ბოლო გაჩერება, იქ უკვე მომზადებულია სცენარი შემდეგი რეგიონისთვის. თუ ნახავთ რუსულ პრესას, დაუჯერებელი თეზისები გამოითქმევა სერიოზული პოლიტიკური ლიერების მიერ, მაგალითად ყაზახეთზე. საფრთხე, რომელიც 90-იანი წელბიდან იყო, რომლის მსხვერპლიც ჩვენ რამდენჯერმე გავხდით, ეს პანიკის და დანებების მოტივი კი არ უნდა გხდეს, არამედ გაძლიერებული მუშაობის და მტკიცე გადაწყვეტილებების“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






