ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა ირაკლი ღარიბაშვილს მოკითხვა შემოუთვალეს
პოლიტიკა - 16:00, 07 Sep, 2014     1775

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ–მინისტრს მოკითხვას უთვლიან. ბარაკ ობამას და ჯო ბაიდენის პირადი მოკითხვა ირაკლი ღარიბაშვილს აშშ–ს თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა გადასცა.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თქვენი ვიზიტი თბილისში კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ვაშინგტონისგან, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელს, რომელსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ჩაკ ჰეიგელს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ აშშ–ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მთავრობას და პრემიერ–მინისტრს სრული მხრდაჭერა გამოუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

ჩაკ ჰეიგელთან გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42