,,მე ვიცი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთგულების შესახებ, რომელიც მას აქვს ქართველი ხალხისადმი“
პოლიტიკა - 15:12, 07 Sep, 2014     1959
ამერიკის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი "კრწანისის" სასწავლო ცენტრში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და ამერიკელი საზღვაო ქვეითების წინაშე სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის მდივანმა ქართველ ჯარისკაცებს მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის.

"განსაკუთრებულად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ვსტუმრობ ჩემს მეგობარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელსაც პირველად წლების წინ შევხვდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკელი სენატორი ვიყავი და საქართველოს ვსტუმრობდი. მე ვიცი, თავდაცვის მინისტრის ერთგულების შესახებ, რომელიც მას აქვს საქართველოს და ქართველი ხალხისადმი. ასევე ჩემთვისაც სასიხარულოა, თუ რაოდენ დიდი მეგობარია ის ამერიკის", - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

ჰეიგელმა "კრწანისის" სასწავლო ცენტრში მყოფ ამერიკელ საზღვაო ქვეითებსაც მიმართა.

"მივმართავ ამერიკელ საზღვაო ქვეითებს. ვამაყობ ნამდვილად იმით, რასაც თქვენ აკეთებთ. ვამაყობ იმით, რასაც თქვენ წარმოადგენთ და, როგორც აკეთებთ. თქვენ ხართ ჭეშმარიტად ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ცხოვრების წესის უცხოეთში. თქვენ ხართ ის ხიდი, რომელიც გვაერთებს ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებთან და მინდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტმა ობამამ პირადად დამაბარა მოსალმების სიტყვები თქვენთან და მადლიერება გამოხატა იმ საქმის გამო, რასაც თქვენ აკეთებთ", - მიმართა ამერიკის თავდაცვის მდივანმა საქართველოში მყოფ ამერიკელ საზღვაო ქვეითებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42