ირაკლი ალასანიამ და ჩაკ ჰეგელმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
პოლიტიკა - 12:23, 07 Sep, 2014     1261
ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოხატა, რომ აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რომელიც საქართველომ ნატოს უელსის სამიტის შედეგად მიიღო. მხარეებმა პაკეტით გათვალისწინებული მექანიზმების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების განხორციელებით, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდება და ქვეყნის უსაფრთხოება გაიზრდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს პაკეტით განსაზღვრული მექანიზმების განხორციელების პროცესში ამერიკული მხარის დახმარება აღუთქვა. ჩაკ ჰეგელმა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული პაკეტი დადებითად შეაფასა.

განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი იყო. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო ყირიმის ანექსია და რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.

ყურადღება გამახვილდა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაზეც. ირაკლი ალასანიამ ამერიკელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტი 2015 წლიდან „გადამწვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის მდივანმა ირაკლი ალასანიას ქართველი სამხედროების მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის როლი დაჭრილი ქართველი სამხედროების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარებაში.

ჩაკ ჰეგელთან გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს ელჩი აშშ-ში, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის გენერალურმა მდივანმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42