„ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყო ვაჟკაცობა, რომ ქვეყნის წარმატება ეღიარებინა - სესიაშვილი
პოლიტიკა - 20:38, 06 Sep, 2014     2514

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა „იმედის“ეთერში უელსის სამიტი შეაფასა.

„ვულოცავ საქართველოს უელსის სამიტის შედეგად წარმატებულ შედგებს. ხვალიდან ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ნატოში წევრობისკენ და არაუბრალოდ ძლიერი პარტნიორობისკენ. ჩვენ ამ სამიტიდან წამოვიღეთ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, აღიარება ქვეყნის წარმატებებისა, ასევე, ჩვენ მივიღეთ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რაც გულისხმობს პრაქტიკულ ნაბიჯებს ნატოში გაწევრიანებისათვის. ნატომ აღიარა, რომ საქართველო მოთავსდება ყველაზე თავსებად ქვეყანათა სიაში და ეს შედგება 5 ქვეყნისგან, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველო თავისი სტანდარტებით უფრო მეტად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს ვიდრე მაპის მქონე 3 ქვეყანა და იმ პუნქტების განხორციელებით, რომელიც ამ ეტაპამდე საიდუმლო დოკუმენტია და ძალიან ფართო სპექტრს ღონისძიებების, რომელთა უმრავლესობა სწორედ ნატოს ვალდებულება იქნება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, პირადაპირი მნიშვნელობით მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვისუნარიანობის გასაძიელრებლად. ყველა ის ეტაპი, რომელიც მაპის პირობებში უნდა გაგვევლო, ჩვენ გავივლით ამ ფორმატში და იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იქნება განსაზღვრული ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის იმ მომენტისთვის ჩვენ ყველა პრაქტიკული ნაბიჯი შესრულებული გვექნება“,- განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყო ვაჟკაცობა, რომ ქვეყნის წარმატება ეღიარებინა.

„მათ გონიათ, რომ ქვეყნის წარმატება მათთვის პოლიტკურად საზიანოა, დღეს ცდილობენ, რომ რაღაცეები გამოჩხრიკონ. მათ არ ეყოთ ვაჟკაცობა, რომ ესაუბრათ ამ წარმატებაზე, რომელიც ქვენისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ჩანაწერის 31-ე პუნქტის წაკითხვა კი ორაზროვნად არ შიეძლება. ჯეიმს აპატურაიმ მკაფიოდ და ნათლად ახსნა, რომ აქ საუბარია მოქალაქეებზე, აქ საუბარია იმ შეშფოთებაზე რომ ალიანსის წევრობით ვერ ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ეტაპზე ან გაწევრიანების იმ მომენტისთვის შესაძლოა იყვნენ კონფლიქტის რეგიონებში და მეტიც ეს არის გზავნილი კრემლისთვის, რომ მიუხედვად იმისა, რომ კრემლი ფიქრობს - ოკუპირებული ტერიოტირების პირობებში საქართველოვერ გახდება ნატოს წევრი. ეს გზავნილი არის პირადპირი ამის განმმარტავი, რომ მიუხედვად ოკუპაციისა, მიუხედვად ტერიოტირული მთლიანობის დარღვევისა საქართველო თუ შეასრულებს ამ ვალდებულებას და გაივლის ამ ეტაპებს, რაც განსაზღვრულია ნატოს შესაბამისი წესებით, საქართვლო გახდება ნატოს წევრი. უბრალოდ ეს შეშფოთება იმას უსვამს ხაზს, რომ ის მოქალაქეები და არა სახელმწიფოს, მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ იმ სიკეთეებით რასაც მოუტანს ნატო საქართველოს“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42