,,მაგ გველის ენას ამოგაგლეჯ“ - სოსო მანჯავიძე პარტიიდან გარიცხეს - ინაშვილის განცხადება
პოლიტიკა - 18:42, 06 Sep, 2014     37754
,,ბატონი სოსო მანჯავიძე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი აღარაა. შესაბამისად, ის ჩვენი გუნდის წევრიც აღარაა. ჩემი მხრიდან დავსძენ, რომ მანჯავიძე აღარაა ჩემი მეგობარი და მეტიც, აღარასადროს იქნება ჩემი მეგობარი. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ მანჯავიძეს მეგობრობა არ სცოდნია და არც ესმის. განვიცდი, რომ ამდენი შრომა, დრო და ენერგია დავხარჯე, რომ ის ცნობად პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებულიყო. ჩემს თავს ვერ ვპატიობ, რომ 3 წელი დამჭირდა იმის აღმოსაჩენად, თუ რაოდენ გამოუწორებელი მატყუარა, უკიდეგანო ინტრიგანი და უზომო მასშტაბის გაიძვერა ყოფილა ეს არაკაცი.

პარტიის პოლიტიკური საბჭო აპირებდა მანჯავიძის გარიცხვას პარტიიდან. ბატონმა მანჯავიძემ ეს გაიგო და განაცხადება შემოიტანა,- პარტიიდან გასვლის შესახებ. თვითონ ოფისში მოსვლა ვერ გაბედა, სხვას გამოატანა, 1 სექტემბერს. დაწერა 29 აგვისტოს, ხოლო თარიღად 25 აგვისტო დაასვა. ახლა რომ გავრიცხოთ პარტიიდან, იტყვის: განცხადება ადრე დავწერე და რაღა სექტემბერში მრიცხავთო. თუმცა, უკვე ვეღარც გავრიცხავთ, რადგან პარტიის წესდების თანახმად, მივიღებთ, თუ არა წევრის განცხადებას,- პარტიიდან გასვლის შესახებ, ეს წევრი უკვე გასულად ითვლება, მაგარამ ამ დეტალებს განა არსებითი მნიშვნელობა აქვს, როცა შენი ცხოვრებიდან ადამიანს ჰკარგავ? აღარც ის მიკვირს, ვახტანგ ხარჩილავას გაზეთში მანჯავიძისა და ბედუკაძის „ნაშრომები“ ერთდროულად რომ ქვეყნდება და ინტერვიუში ( პარტიიდან უკვე გასული) მანჯავიძე რომ წერს,- შეიძლება, გავიდე პარტიიდანო, ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვსო. სოსო, საკრებულოს წევრი რომ გახდი, ახლა გაგიჩნდა „განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“?! ვინც არ იცის, მინდა ვუთხრა, რომ სოსო მანჯავიძე საკრებულოს წევრი პარტიის სიით გახდა და მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ თარხან-მოურავმა დაუთმო თავისი ადგილი პარტიულ სიაში. მანამდე მანჯავიძე აზრთა სხვადასხვაობას არ უჩიოდა. ახლა კი, უჩივის. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა აქ არაფერ შუაშია. შუაში ისაა, სოსო, რომ 3 წლის მანძილზე მრავალჯერ ამოგათრიეთ არა ერთი წუმპედან, სადაც უცბად აღმოჩნდებოდი და იძირებოდი და , როგორც გამოცდილი მატყუარა, ინტრიგანი და გაიძვერა, ჩვენ გვარწმუნებდი, რომ ეს შემთხვევით მოგივიდა, ეს გაუგებრობააო, ამას მაბრალებენ, პროვოკაციას მიწყობენო. რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ ისაა, რომ ყოველთვის ახერხებდი ჩვენს დარწმუნებას: უდანაშაულო ვარ, კარგი ვარ, დამეხმარეთო, ჩვენც გეხმარებოდით, ღმერთია ამისი მოწმე.

საერთოდ მანჯავიძის საყვარელი თავისმართლებაა ფრაზა- „პროვოკაციას მიწყობენ“. აგერ ცოტა ხნის წინ, ნინო ჯღარკავასთან დადასტურებული უსინდისობა და სისაძაგლე ჩაიდინე, მაგრამ თავხედობა გყოფნის დაწერო,- პროვოკაციაში მოვყევიო. პროვოკაციაში კი არ მოყევი, სულით პროვოკატორი ხარ და შენს თანაგუნდელებზე, პირადად ჩემზე ბინძურ ჭორებსა და ტყუილს ავრცელებდი, მე მეხებოდი, ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდი... ეხებოდი ჩემი ოჯახის წევრებს, თან, თანამოსაუბრეებს არწმუნებდი,- ვწუხვარ და იმიტომ ვლაპარაკობო. მიკვირს, როგორ და სად იბადებიან ისეთი ე.წ. კაცები, რომლებიც დედაკაცებივით ჭიკჭიკებენ და ათას ტყუილს ავრცელებენ... თან, უმწიკვლო და მიამიტური სახით. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი 25-26 ივლისის მერე გახდა ცნობილი... ჯერ ერთი ამბავი, მერე- მეორე... მერე- მესამე... სრულიად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ამ ხნის მანძილზე საკმაოდ მოქნილად და მოხერხებულად ატყუებდი შენს თანაგუნდელებს, ჩირქს სცხებდი მათ, ანუ ჩვენ... და ჭორებს გვივრცელებდი. დაკავებული იყავი ინტრიგებით, რაშიც ბოლოს თვითონ გაიხლართე და, როგორც მასშტაბურ გაიძვერას, ახლაც გსურს აქედან გამოძრომა.

გაზეთში რომ მორიგ გაიძვერობას წერ,- „ ვერც დავამტკიცებ და ვერც უარვყოფო“, ვითომ რატომ წერ? თუ რაიმე იცი, დაამტკიცე, თუ არ იცი, ისიც ღიად თქვი, მაგრამ ესაა შენი სტილი. სამაგიეროდ, მე ვიცი დადასტურებულად, რომ ტყუოდი გობეჩიასთან, ღვანიასთან, აბულაძეებთან, ტყუოდი ყვარელში, რუსთავში, ჭიათურაში და კიდევ სხვაგან და სხვაგან, ინტრიგანობდი და გაიძვერობდი, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს. ვინც დააზარალე, თუ მოისურვებენ, თვითონ იტყვიან.

ახლა გასკდა ეს ყველაფერი, ეს სიბინძურე და ერთი თვეა ემალები ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებსაც სურდათ შენთვის ცხვირ-პირი დაენაყათ, ახლაც იმიტომ აჭიკჭიკდი ხარჩილავას გაზეთში, თავს იზღვევ,- არიქა, არ მცემონო... შენი ერთი უჯრედით გგონია, საკითხს გაასაჯაროებ და გადარჩებიო. ისე, მცემელი ბევრი გყავს... შენს მიერ მოტყუებული მევალეები, დაზარალებული ადამიანები, რომლებზეც ახლა არ ვილაპარაკებ. მოკლედ, ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მე მანჯავიძე მოვიკვეთე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგ გველის ენას, სოსო, არ ამოგაგლეჯ“, - ნათქვამია ირმა ინაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42