გიორგი ვაშაძე: კიდევ ერთი მავნებლობა - მეორე პასპორტი ერთი წლით გაიცემა
პოლიტიკა - 18:25, 06 Sep, 2014     2698
ხელისუფლება კონტრრეფორმებს აგრძელებს, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, დეპუტატის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრომ, თითქოსდა ევროპელების მოთხოვნით. შეზღუდა მეორე პასპორტის მოქმედების ვადა, რაც დიდ პრობლემას შეუქმნის საქართველოს მოქალაქეებს.

,,ყველასთვის ცნობილია, რომ ვიზის აღება არც ისე მარტივი პროცედურაა, მით უმეტეს რომ ბევრი სახელმწიფოს საკონულო წარმომადგენლობა საერთოდ არ არის საქართველოში შესაბამისად მოქალქეებს უწევთ დოკუმენტების გაგზავნა საქართველოს ფარგლებს გარეთ და საკმაოდ დიდ ხანს ლოდინი იმისთვის, რომ მიიღონ დოკუმენტი;

ასევე, არსებობს შემთხვევები, რომ თუ ერთი სახელმწიფოს ვიზა გაქვს პასპორტში, შეიძლება მეორე სახელმწიფოში იგივე პასპორტით არ შეგიშვან, მაგალითად ირანის ვიზიანი პასპორტით ისრაელის საზღვარს ვერასდროს გადაკვეთავათ და პირიქით. ასევე, პასპორტით, რომელშიც გაქვთ სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შტამპი, შეიძლება აზერბაიჯანში საერთოდ ვერ აღმოჩნდეთ ან უზარმაზარ პრობლემებს წააწყდეთ;

ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა სამი, ხუთი და ათწლიანი ვიზები (ევროკავშირი, ბრიტანეთი, აშშ), რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის ბევრ შესაძლებლობას აჩენდა. ერთწლიანი პასპორტით კი დიდი რისკია გრძელვადიანი ვიზის საერთოდ ვერ მიიღების.

ქვეყნების უმრავლესობა არ გასცემს ვიზას პასპორტში, რომლის მოქმედების ვადის ამოწურვამდეც დარჩენილია ექვს თვეზე ნაკლები, ანუ ერთ წლიანი პასპორტის გაცემიდან ექვს თვეში პასპორტს მხოლოდ უვიზო მიმოსვლისთვის თუ გამოიყენებთ“, - აცხადებს ვაშაძე.

დეპუტატის თქმის, მავნებლური რეგულაცია ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებაში, სტუდენტებს, ლექტორებს, მკვლევარებს საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობაში;

,,და ბოლოს ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიგრაციის საკითხებზე არა ერთ მოლაპარაკებებში მიმიღია მონაწილეობა და ბევრსაც მივაღწიეთ, მაგალითად: სავიზო რეჟიმის გამარტივება, გრძელვადიანი ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე, უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკების დაწყება (ის რომ 2016 წლიდან უვიზო მიმოსვლა იქნება ევროკავშირთან ეს სწორედ იმ რეფორმების შედეგია რაც საქართველოში გატარდა 2007-2012 წლიბში). მოთხოვნები და მოსაზრებები ბევრი მსმენია სხვადასხვა ევროპელი ექსპერტებისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში გაიცემოდა არა მხოლოდ ორი, არამედ რამდენიმე პასპორტი ერთ მოქალაქეზე - მითუმეტეს, რომ მსგავსი პრაქტიკა არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42