ჩავარდნილი ქართული დიპლომატიის შედეგი ნატო-ს დეკლარაციაში - თორნიკე შარაშენიძის შეფასება
პოლიტიკა - 15:31, 06 Sep, 2014     3452
ნატო-ს წევრობაზე ბუქარესტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და შემაშფოთებელი ჩანაწერი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე - კონფლიქტი, რომელიც ხელს უშლის მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფების განხორციელებას; რამდენად შედეგიანი იქნება ნატოს საწვრთნელი ბაზა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, - ,,ნიუპოსტი“ საქართველოსთან დაკავშირებით, ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციის დეტალების შეფასებისთვის ექსპერტს თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

,,დადასტურდა ისევ, რომ ნატო ერთგული რჩება ბუქარესტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, განმეორდა კიდევ ერთხელ. როგორც ცნობილია, მოყოლებული ბუქრესტიდან, ყველა სამიტი ამას ადასტურებდა და ეს კარგია. მეორე, გამოიკვეთა აშკარად, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი წევრები მიიღოს, ის გადართული იქნება მთლიანად ახლანდელი წევრების დაცვაზე და აქედან გამომდინარე, შეჩერდა საუბარი წევრობაზე და მათ შორის ასპირანტობაზე. ასპირანტი ქვეყანა ვიყავით, როგორც ცნობილია, ჩვენ, ბოსნია და მაკედონია, ამაზე სამწუხაროდ, საუბარი აღარ არსებობს. ეს იყო ჩვენი მიღწევა, რომელიც ამ ეტაპზე გაიყინა. შემაშფოთებელი იყო ის მუხლი, სადაც საუბარია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და მოხსენიებულია, რომ ეს კონფლიქტი უშლის ხელს მოსახლეობის ევროატლანტიკური ამბიციების განხორციელებას. შემაშფოთებელია ის, რომ აქამდე არასოდეს ამაზე არ იყო ლაპარაკი, პირველად გაიჟღერა და თუ ამან შემდგომში მიიღო განვითარება, ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ, ოფიციალურად გვეტყვიან, რომ თუ არ მოაგვარებთ ტერიტორიულ კონფლიქტებს, ვერასოდეს შემოხვალთ ნატოში და რუსეთს მეტი რა უნდა - კიდევ უფრო მეტი მოიტვაცია მიეცემა, რომ ეს კონფლიქტები არასოდეს მოგვარდეს“, - აცხადებს შარაშენიძე.

ის, თუ რას შეიძლება მივაწეროთ ასეთი დამოკიდებულება ნატო-ს მხრიდან და იყო თუ არა ქართული მხარის პოზიცია საერთაშორისო არენაზე შესუსტებული, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, იმის დამსახურებაც იყო, რომ საქართველო არ იყო აქტიური ნატო-ს წევრ ქვეყნებთან მუშაობის კუთხით. ,,აქამდე, მიდიოდა აშკარად აქტიური მუშაობა თვითონ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინასთან, მაგრამ როგორც სჩანს, ბევრ წევრს ქვეყანასთან არ იყო გაწეული შესაბამისი სამუშაოები. ამაზე ადრეც ვსაუბრობდი. ეს იყო ჩვენთვის გაუგებარი მუხლი და სასურველი იქნება, რომ როგორმე იმას მაინც მივაღწიოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არასოდეს ნატო-ს ოფიციალურ დოკუმენტებში. იმედია, აწი გააქტიურდება უფრო მეტად მუშაობა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

თორნიკე შარაშენიძე ოპტიმისტურად უყურებს საქართელოში ნატოს საწვრთნელი ბაზის შექმნას, თუმცა აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ფართო და სერიოზული იქნება აღნიშნული ბაზა რუსეთის აგრესიის შეკავების თვალსაზრისით.

,,კიდევ ერთი მომენტი, რომლის კონკრეტიკაც ჯერ არ ვიცით, მაგრამ არის ოპტიმისტური, ეს არის თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება, აქ საუბარია, როგორც მოგეხსენებათ, საწვრთნელ ბაზაზე. თუმცა გააჩნია საწვრთნელ ბაზას - თუ დაიწყება ამ ბაზის სასწრაფოდ მშენებლობა-განვითარება და თუ აქ ჩართული იქნება ნატოს პერსონალი დიდი რაოდეობით, ეს იქნება შემაკავებელი რუსული აგრესიისთვის, მაგრამ თუ ეს საწვრთნელი ბაზა იქნება ფორმალურად, ისე როგორც არის საჩხერეში, მხოლოდ არსებობისთვის, მაშინ ეს არაფერი შედეგის მომტანი არ იქნება.

მაპს რომ არ მოგვცემდნენ, ყველამ კარგად ვიცოდით, და რომ იქნებოდა საუბარი ტექნიკური თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ეს ცნობილი იყო და არც მქონია დიდი მოლოდინი. მინიმუმი არის მიღწეული, რომ განმეორდა ბუქარესტში ნათქვამი, როგორც აღვნიშნე, დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობს ნატოს საწვრთნელი ბაზა, რა ვადებში და რამდენად ფართო და სერიოზული იქნება, თუ იქნება წელიწადში 10 კაცის ჩამოსვლა და წასვლა, ეს არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს შარაშენიძე.

უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, სუსტად ხომ არ გამოიყურება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება, ექსპეტი მიიჩნევს, რომ ამისათვის მნიშვნელოვანია კულისებში აქტიური დიპლომატიური მუშაობა საქართველოს მოკავშირებთან.

,,პასიურობას აქვს ერთი ახსნა, რომ რუსეთის გაღიზიანებას ვერიდებით, ამას გაგებით ვეკიდები და მესმის ესეც... მაგრამ ამ სიფრთხილის პარალელურად, ჩუმად, მაგრამ კულისებში უნდა იყოს აქტიური დიპლომატიური მუშაობა ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოების დედაქალაქებში. ეს არის, რაც გვქონდა ჩავარდნილი და ამის შედეგია ის ტექსტი, რომელიც მოხვდა ნატო-ს ოფიციალურ დეკლარაციაში“, - აცხადებს შარაშნენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42